პაპუაშვილი: არჩევნებში საქართველოს ინტერესებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ წარმოადგენს

© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2023
გამოწერა
ოპოზიცია არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, აცხადებს შალვა პაპუაშვილი
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი არ იშლება, არამედ ნაწილდება სხვადასხვა ბანაკებში, მაგრამ ისინი არ არიან ორიენტირებული საქართველოს ინტერესებზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა და კარგავს მხარდამჭერებსა და აქტივისტებს მას შემდეგ, რაც პარტიის ხელმძღვანელობამ პოლიტიკური ძალის რიგებიდან ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გარიცხვის შესახებ განაცხადა.
„სინამდვილეში, ეს არის არა მათი (ენმ-ის ) დაშლა და დაყოფა, არამედ სხვადასხვა ფლანგზე გადანაწილება, რათა თვალი აუხვიონ ქართველ ხალხს. საერთო ჯამში, 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს – „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებით, მაგრამ ერთი ანტიქართული ფრონტით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობაში“ დაშლის პროცესი აპოგეას აღწევს, მაგრამ ეს მხოლოდ თამაშია.
„ეს გაყოფები, ჯგუფები ფარსია. გაყოფა ჩანს, თუმცა ასეთი რამდენი გვინახავს? „სტრატეგია აღმაშენებელი“ და გიორგი ვაშაძე თითქოს პარტიასთან დაპირისპირებაში იყო, მაგრამ ახლა „ნაცმოძრაობაშია“. ასევე გვინახავს ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია. ამას რა ჩამოთვლის, მათი სახით ლეგიონია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის" და სხვ. ამასთან, თავად პარტიები, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავენ.
კიდევ უფრო სახალისო იქნება - კალაძე „ნაცმოძრაობის" შიგნით არსებულ ვითარებაზე >>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ყველა ახალი ამბავი
0