მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთი ისრაელის დაზვერვის წინააღმდეგ ოპერაციების დაწყებას გეგმავს

© photo: Sputnik / Alexei Filippov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2023
გამოწერა
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ანკარა ოპერაციებს დაიწყებს ისრაელის დაზვერვის წინააღმდეგ თელ-ავივის განცხადებების გამო, რომ თურქეთში ჰამასის წევრების დევნას გეგმავს, განუცხადა „რია ნოვოსტის“ თურქმა ანალიტიკოსმა ენგინ ოზერმა.
„მუქარის ტონი [ბენიამინ ნეთანიაჰუს] მთავრობის სისუსტეს აჩვენებს. ტრადიციების მქონე არცერთი სახელმწიფო არ გამოვა ასეთი მუქარებით. ისრაელი არის სტრუქტურა, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფოებრიობის ფორმირების პროცესშია, და დასავლური სამყაროს არაპროპორციული მხარდაჭერა უქმნის ილუზიას, რომ მის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე არანაირი რეაქცია არ მოჰყვება“, — მიაჩნია ოზერს.
თურქეთი კი, ანალიტიკოსის თქმით, წამყვანი იმპერიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მემკვიდრეა, რომელიც „მსგავს საკითხებში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქმედებს“.
„ჰამასის წარმომადგენლები არიან თურქეთის ოფიციალური სტუმრები და ანკარის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. ისრაელის სადაზვერვო ორგანიზაციების ნებისმიერი ქმედება ჩაითვლება თურქეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. თუ ისრაელის უშიშროების რომელიმე ოფიციალური უწყება მონაწილეობას მიიღებს ასეთ ქმედებებში, მათ თანამშრომლებს დააკავებენ და ისე მოექცევიან, როგორც ტერორისტებს“, — — აღნიშნა ოზერმა.
ანალიტიკოსმა იქვე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის მთავრობა მალე მიაწვდის მედიას ინფორმაციას იმ ოპერაციების თაობაზე, რომლებიც თურქეთში ისრაელის სადაზვერვო სტრუქტურის წინააღმდეგ ჩატარდება.
მანამდე Wall Street Journal-მა ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის სადაზვერვო სამსახურები, ღაზაში ომის დასრულების შემდეგ, ჰამასის ლიდერების ლიკვიდაციისთვის ემზადებიან მთელ მსოფლიოში. კერძოდ, მუშავდება გეგმები ლიბანში, თურქეთსა და კატარში მცხოვრები ლიდერების დასაკავებლად. როგორც Habertürk TV-მ განაცხადა წყაროებზე დაყრდნობით, თურქეთის დაზვერვამ უკვე გააფრთხილა ისრაელი „სერიოზული შედეგების" შესახებ, თუ ის ჰამასის თურქეთში მცხოვრები ლიდერების დევნას დაიწყებს.
ყველა ახალი ამბავი
0