„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უფრო მეტად დასუსტდება - პროფესორი

© photo: Sputnik / Stringerერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2023
გამოწერა
პარტიაში შიდა განხეთქილება იდეოლოგიას კი არ უკავშირდება, არამედ იმას, თუ ვინ საიდან ფინანსდება და რა სარგებელი აქვს, მიიჩნევს პროფესორი.
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებისთვის კი არ გაძლიერდება, არამედ მხოლოდ დასუსტდება, განაცხადა Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა თემურ მაისურაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
„ეს პარტია აღარასოდეს გაძლიერდება. ეს პარტია მხოლოდ დასუსტდება. და გეტყვით რატომაც. შიდა განხეთქილება არ არის დაკავშირებული იდეოლოგიასთან, აქ ყველას აქვს მსგავსება - ყველა მიისწრაფვის ევროპისკენ, ნატოში, ყველა მხარს უჭერს სექსუალურ უმცირესობებს, პრობლემა იმაშია, თუ ვინ საიდან ფინანსდება, ვინ რა სარგებელს ნახულობს და ამიტომაც მოხდა განხეთქილება“, - განაცხადა მაისურაძემ.
მისი თქმით, სწორედ ამ მოვლენებმა მოახდინა გავლენა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პროცესებზე.
პროფესორის თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობდნენ, რომ მოიგებდნენ შემდეგ არჩევნებს 2016 წელს, მაგრამ დიდი თანხების მიუხედავად ახალი ადამიანური რესურსების მოზიდვა ვერ მოახერხეს.
„განხეთქილება იზრდება და ისინი ადამიანებს კარგავენ. ხალხი ფიქრობდა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებდა არჩევნებს, ძველი პოზიციების და გავლენების დაბრუნებას შეძლებდნენ. მაგრამ როცა დაინახეს, რომ ამ განხეთქილების პირობებში შანსი არ აქვთ, რომ ვერ დაიბრუნებდნენ ძალაუფლებას, მერე დაიწყეს ამ ხალხის დაკარგვა და ეს კანონზომიერი პროცესია“, - განაცხადა მაისურაძემ.
კონფლიქტმა „ნაცმოძრაობაში" პიკს მიაღწია - დეპუტატი >.
მისი თქმით, ეს კარგი ნიადაგია იმისათვის, რომ ახალი პოლიტიკოსები გამოჩნდნენ. ყოველ შემთხვევაში, ამომრჩევლებმა უკვე იციან, ვის არ უნდა მისცენ ხმა.
„ეს ის ხალხია, ვინც 30 წელია სახელმწიფოს არყევდა და ქვეყნისთვის არაფერი სასარგებლო არ გაუკეთებია“, - განაცხადა მაისურაძემ.
ნოემბრის ბოლოს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ნიკა მელია პარტიიდან არის გარიცხული. ამას წინ უძღოდა მელიასა და მისი არცთუ მცირერიცხოვანი მომხრეების უარი, ხელი მოეწერათ „ერთიანობის მანიფესტზე", რომელის სააკაშვილის მიერ იყო ინიცირებული 23 ნოემბერს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
ალეკო ელისაშვილმა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას გარიცხვის გამო გააკრიტიკა >>
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
არჩევნები
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თვალსაზრისით.
ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. მოსახლეობა ისევ უბნებზე მისცემს ხმას, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, ხმებს კი სპეციალური მანქანით დაითვლიან. ახალი სისტემა უკვე მოქმედებდა 2023 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დროს ზოგიერთ უბანში.
არასამთავრობოებმა პოლიტიკური პარტიების სცენა არ უნდა დაიკავონ - თალაკვაძე>>
ასევე ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. 150 ადგილი პარლამენტში პარტიებისთვის მიცემული ხმების საფუძველზე შეივსება. პარტიამ 5%-იანი გამსვლელი ბარიერი უნდა გადალახოს.
საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0