https://sputnik-georgia.com/20231203/saqartvelosi-miwis-mitvisebastan-dakavsirebuli-amnistiis-procesi-2025-wels-dasruldeba-284679463.html
საქართველოში მიწის მითვისებასთან დაკავშირებული ამნისტიის პროცესი 2025 წელს დასრულდება
საქართველოში მიწის მითვისებასთან დაკავშირებული ამნისტიის პროცესი 2025 წელს დასრულდება
Sputnik საქართველო
ამნისტია არ შეეხება საჯარო მოხელეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების და კომპანიების წარმომადგენლებს. 03.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-03T20:29+0400
2023-12-03T20:29+0400
2023-12-03T20:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366087_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_3cc0f52e96a4b2110f57fa475fb4c1ee.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც შეეხება მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მითვისებასა და მსგავს საქმეებზე დოკუმენტების გაყალბებაში, 2025 წლის 1 იანვრამდე აღსრულდება.კანონი უკვე შევიდა ძალაში და ახლა სასჯელი და ბრალდება მოეხსნება მხოლოდ იმ პირებს, ვინც 2023 წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მითვისების საქმეებში ფიგურირებს, აღიარა დანაშაული და 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულად აუნაზღაურებს სახელმწიფოს მიყენებულ ზარალს.მსგავს საქმეებზე გამოძიების ქვეშ მყოფ პირებზე ამნისტია მხოლოდ საქმის პროკურორის გადაწყვეტილებით გავრცელდება.პრემიერის ინიციატივა უკანონოდ აშენებული სახლების დაკანონებაზე თბილისს არ ეხება - კალაძე >>ზიანის ანაზღაურება გულისხმობს ან მისი ღირებულების გადახდას დანაშაულის ჩადენის დროს ექსპერტიზის მიერ დადგენილ ფასად, ან სახელმწიფოსთვის მიწის დაბრუნებას.ამასთან ამნისტია მხოლოდ მაშინ შეეხება პირს, როცა იგი საქმეზე სასამართლოს ან საქმის პროკურორს ზიანის ანაზღაურების ყველა მტკიცებულებას წარუდგენს.მსჯავრდებულთა შემთხვევაში ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირი გათავისუფლდება სასჯელის მოხდისგან და მას მოეხსნება ნასამართლეობა.ამნისტია არ შეეხება საჯარო მოხელეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების და კომპანიების წარმომადგენლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366087_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_04ea9e467a2591a514766dbb35bc51b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოში მიწის მითვისებასთან დაკავშირებული ამნისტიის პროცესი 2025 წელს დასრულდება
ამნისტია არ შეეხება საჯარო მოხელეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების და კომპანიების წარმომადგენლებს.
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც შეეხება მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მითვისებასა და მსგავს საქმეებზე დოკუმენტების გაყალბებაში, 2025 წლის 1 იანვრამდე აღსრულდება.
კანონი უკვე შევიდა ძალაში და ახლა სასჯელი და ბრალდება მოეხსნება მხოლოდ იმ პირებს, ვინც 2023 წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მითვისების საქმეებში ფიგურირებს, აღიარა დანაშაული და 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულად აუნაზღაურებს სახელმწიფოს მიყენებულ ზარალს.
მსგავს საქმეებზე გამოძიების ქვეშ მყოფ პირებზე ამნისტია მხოლოდ საქმის პროკურორის გადაწყვეტილებით გავრცელდება.
ზიანის ანაზღაურება გულისხმობს ან მისი ღირებულების გადახდას დანაშაულის ჩადენის დროს ექსპერტიზის მიერ დადგენილ ფასად, ან სახელმწიფოსთვის მიწის დაბრუნებას.
ამასთან ამნისტია მხოლოდ მაშინ შეეხება პირს, როცა იგი საქმეზე სასამართლოს ან საქმის პროკურორს ზიანის ანაზღაურების ყველა მტკიცებულებას წარუდგენს.
მსჯავრდებულთა შემთხვევაში ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირი გათავისუფლდება სასჯელის მოხდისგან და მას მოეხსნება ნასამართლეობა.
ამნისტია არ შეეხება საჯარო მოხელეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების და კომპანიების წარმომადგენლებს.