https://sputnik-georgia.com/20231122/premieris-iniciagtiva-ukanonod-asenebuli-saxlkebis-dakanonebaze-tbiliss-ar-exeba-kalaze-284409896.html
პრემიერის ინიციატივა უკანონოდ აშენებული სახლების დაკანონებაზე თბილისს არ ეხება - კალაძე
პრემიერის ინიციატივა უკანონოდ აშენებული სახლების დაკანონებაზე თბილისს არ ეხება - კალაძე
Sputnik საქართველო
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა. 22.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-22T16:02+0400
2023-11-22T16:02+0400
2023-11-22T16:02+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278017078_0:213:2048:1366_1920x0_80_0_0_641922e48a0cf3dba03397184c8def3d.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა დედაქალაქს არ შეეხება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს სამშენებლო ამნისტიის პროექტის შემუშავება დაავალა, რომელიც დაახლოებით ერთ მილიონ მოქალაქეს შეეხება. საუბარია კერძო მიწის ნაკვეთებზე შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ნაგებობებზე. მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 27 ივლისს დასრულდა განაცხადების მიღების ვადა. „ამ ხნის განმავლობაში მერიაში ასობით განაცხადი შემოვიდა. საბოლოოდ, 500-ზე მეტი ობიექტი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში და წარმოადგენს უსაფრთხო და უფლებრივად უნაკლო ობიექტს, ხოლო მიმდინარე პერიოდისთვის ჯერ კიდევ განიხილება 600-ზე მეტი განაცხადი, რაც გულისხმობს, რომ ეს ობიექტებიც შესაძლებელია კანონიერი გახდეს და ექსპლუატაციაში მივიღოთ", - განაცხადა კახა კალაძემ. სამშენებლო ამნისტიაზე განაცხადების შეტანის ვადა იწურება - კახა კალაძე>>რაც შეეხება პრემიერის ინიციატივას, კალაძის განმარტებით ის მოქალაქეების საკუთრების უფლების სრულფასოვნების ხელშეწყობისა და მათი ქონების კანონიერად აღიარების გარდა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვიანობასაც. „მსგავსი სოციალური მნიშვნელობის ინიციატივები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უდიდესი მხარდაჭერაა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივის მიღებას ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.მისი თქმით, ამით ჩვენს ათასობით მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრება გახდეს სამართლებრივი თვალსაზრისით სრულფასოვანი და უფლებრივად უნაკლო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278017078_275:240:1776:1366_1920x0_80_0_0_8b6d20c77eee9809a37bf194e629818d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
პრემიერის ინიციატივა უკანონოდ აშენებული სახლების დაკანონებაზე თბილისს არ ეხება - კალაძე
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა დედაქალაქს არ შეეხება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს სამშენებლო ამნისტიის პროექტის შემუშავება დაავალა, რომელიც დაახლოებით ერთ მილიონ მოქალაქეს შეეხება.
საუბარია კერძო მიწის ნაკვეთებზე შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ნაგებობებზე. მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა.
„საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ისეთი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რომლებიც უკანონოდ იყო აშენებული. კერძოდ, დედაქალაქის შემთხვევაში, დარღვეული იყო სხვადასხვა პარამეტრები, K1, K2, K3, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზები და ა.შ. ამ უფლების გამოყენება თბილისელებს შეეძლოთ ორი წლის განმავლობაში", - განაცხადა მერმა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის 27 ივლისს დასრულდა განაცხადების მიღების ვადა.
„ამ ხნის განმავლობაში მერიაში ასობით განაცხადი შემოვიდა. საბოლოოდ, 500-ზე მეტი ობიექტი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში და წარმოადგენს უსაფრთხო და უფლებრივად უნაკლო ობიექტს, ხოლო მიმდინარე პერიოდისთვის ჯერ კიდევ განიხილება 600-ზე მეტი განაცხადი, რაც გულისხმობს, რომ ეს ობიექტებიც შესაძლებელია კანონიერი გახდეს და ექსპლუატაციაში მივიღოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება პრემიერის ინიციატივას, კალაძის განმარტებით ის მოქალაქეების საკუთრების უფლების სრულფასოვნების ხელშეწყობისა და მათი ქონების კანონიერად აღიარების გარდა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვიანობასაც.
„მსგავსი სოციალური მნიშვნელობის ინიციატივები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უდიდესი მხარდაჭერაა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივის მიღებას ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ამით ჩვენს ათასობით მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრება გახდეს სამართლებრივი თვალსაზრისით სრულფასოვანი და უფლებრივად უნაკლო.