https://sputnik-georgia.com/20231203/ramdeni-dazoges-saqartvelos-moqalaqeebma-farmacevtul-bazarze-reformis-sedegad-284677289.html
რამდენი დაზოგეს საქართველოს მოქალაქეებმა ფარმაცევტულ ბაზარზე რეფორმის შედეგად
რამდენი დაზოგეს საქართველოს მოქალაქეებმა ფარმაცევტულ ბაზარზე რეფორმის შედეგად
Sputnik საქართველო
ბევრ მედიკამენტზე, თურქეთიდან არის იმპორტირებული თუ სხვადასხვა ქვეყნიდან, ფასები თითქმის გათანაბრებულია, განაცხადა მინისტრმა 03.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-03T16:08+0400
2023-12-03T16:08+0400
2023-12-03T16:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/67/234436705_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_95093c990be0c001031cca091fd97d3d.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა ფარმაცევტული რეფორმის შედეგად 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მედიას განუცხადა.მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე. საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს აკონტროლებს.როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს წამლები გაცილებით იაფია, ზოგიერთ შემთხვევაში 80%-ითაც.„მე წინა წლის მარტში ვიყავი თურქეთში, რადგან ადგილზე, თავად დავრწმუნებულიყავი როგორი მარეგულირებელი ჰყავს და ძალიან მკაცრი სხვათა შორის, ვიტყოდი, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაზეც მკაცრი. ვნახე რა პირობებში იწარმოება იქ მედიკამენტები, დავრწმუნდი და თავდაჯერებულად გავაგრძელე რეფორმაზე მუშაობა. დღეს ვხედავთ, რომ წამლები მნიშვნელოვნად გაიაფდა, ზოგ შემთხვევაში 80%-თაც“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.აზარაშვილის თქმით, თურქეთიდან იმპორტირებულმა წამლებმა ბაზარზე კონკურენცია შექმნა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასზე იმოქმედა.საქართველოში მედიკამენტები გაიაფდება? >>„დღეს უკვე ძალიან ბევრ მედიკამენტზე, თურქეთიდან არის იმპორტირებული თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ფასები თითქმის გათანაბრებულია და 2-ჯერ და 3-ჯერ გაძვირებული ფასის გადახდა ჩვენს მოქალაქეებს აღარ უწევთ. პარალელურად, მიმდინარე წელს დავიწყეთ რეფერენტული ფასების რეფორმა, რომელიც უკვე წლის ბოლომდე ძირითად ნაწილზე გავრცელდება“, - განაცხადა აზარაშვილმა.საქართველოში გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება.რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/67/234436705_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_78ae75c7b3f467e9cf51a0987756950b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
რამდენი დაზოგეს საქართველოს მოქალაქეებმა ფარმაცევტულ ბაზარზე რეფორმის შედეგად
ბევრ მედიკამენტზე, თურქეთიდან არის იმპორტირებული თუ სხვადასხვა ქვეყნიდან, ფასები თითქმის გათანაბრებულია, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა ფარმაცევტული რეფორმის შედეგად 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მედიას განუცხადა.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე. საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს აკონტროლებს.
„საერთო ჯამში, აღნიშნული რეფორმების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ რომ 300-დან 350 მილიონ ლარამდე ნაკლების გადახდა მოუწიათ ჩვენს მოქალაქეებს მედიკამენტებში. ეს დამეთანხმებით საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაზოგია და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა რაც გავაკეთეთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს წამლები გაცილებით იაფია, ზოგიერთ შემთხვევაში 80%-ითაც.
„მე წინა წლის მარტში ვიყავი თურქეთში, რადგან ადგილზე, თავად დავრწმუნებულიყავი როგორი მარეგულირებელი ჰყავს და ძალიან მკაცრი სხვათა შორის, ვიტყოდი, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაზეც მკაცრი. ვნახე რა პირობებში იწარმოება იქ მედიკამენტები, დავრწმუნდი და თავდაჯერებულად გავაგრძელე რეფორმაზე მუშაობა. დღეს ვხედავთ, რომ წამლები მნიშვნელოვნად გაიაფდა, ზოგ შემთხვევაში 80%-თაც“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
აზარაშვილის თქმით, თურქეთიდან იმპორტირებულმა წამლებმა ბაზარზე კონკურენცია შექმნა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასზე იმოქმედა.
„დღეს უკვე ძალიან ბევრ მედიკამენტზე, თურქეთიდან არის იმპორტირებული თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ფასები თითქმის გათანაბრებულია და 2-ჯერ და 3-ჯერ გაძვირებული ფასის გადახდა ჩვენს მოქალაქეებს აღარ უწევთ. პარალელურად, მიმდინარე წელს დავიწყეთ რეფერენტული ფასების რეფორმა, რომელიც უკვე წლის ბოლომდე ძირითად ნაწილზე გავრცელდება“, - განაცხადა აზარაშვილმა.
საქართველოში გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება.
რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ.