https://sputnik-georgia.com/20231128/saqartveloshi-medikamentebi-gaiapdeba-284550493.html
საქართველოში მედიკამენტები გაიაფდება?
საქართველოში მედიკამენტები გაიაფდება?
Sputnik საქართველო
მედიკამენტების სპეციალურ ფასად შეძენის წყალობით დაზოგილი თანხით უფრო მეტი პაციენტის დაფინანსება გახდება შესაძლებელი, განაცხადა გაბუნიამ 28.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-28T13:00+0400
2023-11-28T13:00+0400
2023-11-28T13:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_0:93:1763:1085_1920x0_80_0_0_4885f8d8b74984ac387e51c38a685a46.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს, იუწყება „პირველი არხი".ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ წარუდგინა.ცვლილებების მიზანია ინოვაციურ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება მათი სპეციალური პირობებით შეძენის გზით.გაბუნიას განცხადებით, ამ გზით შესაძლებელი გახდება მეტი პაციენტის მკურნალობის დაფინანსება და გაიზრდება წვდომა მედიკამენტებზე. ასევე გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობა და მოიმატებს დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობა.ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათ მედიკამენტებს უშუალოდ მწარმოებლებისგან შეისყიდის>>>საქართველოში 2023 წლის იანვრიდან გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება.რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ დაახლოებით 40%-ით შემცირდა.რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე.საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_97:0:1666:1177_1920x0_80_0_0_e596dfd84dabbcb1741ebaa69a756469.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოში მედიკამენტები გაიაფდება?
მედიკამენტების სპეციალურ ფასად შეძენის წყალობით დაზოგილი თანხით უფრო მეტი პაციენტის დაფინანსება გახდება შესაძლებელი, განაცხადა გაბუნიამ
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს, იუწყება „პირველი არხი".
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ წარუდგინა.
ცვლილებების მიზანია ინოვაციურ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება მათი სპეციალური პირობებით შეძენის გზით.
გაბუნიას განცხადებით, ამ გზით შესაძლებელი გახდება მეტი პაციენტის მკურნალობის დაფინანსება და გაიზრდება წვდომა მედიკამენტებზე. ასევე გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობა და მოიმატებს დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობა.
საქართველოში 2023 წლის იანვრიდან გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება.
რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ დაახლოებით 40%-ით შემცირდა.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე.
საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის.