https://sputnik-georgia.com/20231201/premieri-saqartvelo-kandidatis-statusze-dadebit-gadawyvetilebas-elis-284652402.html
პრემიერი: საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებით გადაწყვეტილებას ელის
პრემიერი: საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებით გადაწყვეტილებას ელის
Sputnik საქართველო
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. 01.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-01T20:37+0400
2023-12-01T20:37+0400
2023-12-01T20:37+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
ევროკავშირი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/01/284650103_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_d8dd823b6dba2e61c6d6e64729b287bf.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველო აგრძელებს რეკომენდაციების შესრულებას და ელოდება ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე.მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა დუბაიში გაიმართა, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის ფარგლებში მსოფლიო ლიდერების სამიტი ტარდება. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნიდან 700 დელეგატი მონაწილეობს.პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე უკვე განხორციელებული რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებას თითოეულ რეფორმაზე კონკრეტული ხედვა აქვს, გაწერილია შესაბამისი სამოქმედო გეგმა, შესრულების ვადები და ამ პროცესში ხელისუფლება ევროკავშირის წარმომადგენლებთან კოორდინაციაში მუშაობს.რას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირისკენ გზაზე - წულუკიანის პასუხი>>>საქართველოს პრემიერთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და აღნიშნა, რომ „კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე".ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.საქართველო და ევროკავშირი2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/01/284650103_13:0:909:672_1920x0_80_0_0_fd89436a9509d59cf0795c6226f09fe1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებით გადაწყვეტილებას ელის
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველო აგრძელებს რეკომენდაციების შესრულებას და ელოდება ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა დუბაიში გაიმართა, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის ფარგლებში მსოფლიო ლიდერების სამიტი ტარდება. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნიდან 700 დელეგატი მონაწილეობს.
პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე უკვე განხორციელებული რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე.
„როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს... მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადასტურდა ევროკომისიის მიერ და ახლა ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ელოდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებას თითოეულ რეფორმაზე კონკრეტული ხედვა აქვს, გაწერილია შესაბამისი სამოქმედო გეგმა, შესრულების ვადები და ამ პროცესში ხელისუფლება ევროკავშირის წარმომადგენლებთან კოორდინაციაში მუშაობს.
საქართველოს პრემიერთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და აღნიშნა, რომ „კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე".
„ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, რათა ქართველი ხალხის ინტერესებში აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგას", - დაწერა მიშელმა სოციალურ ქსელში Х (ტვიტერი).
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
საქართველო და ევროკავშირი
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.