https://sputnik-georgia.com/20231201/gaertiandebian-tu-ara-mati-zne-ar-icvleba-volski-opoziciaze-284640407.html
გაერთიანდებიან თუ არა, მათი ზნე არ იცვლება - ვოლსკი ოპოზიციაზე
გაერთიანდებიან თუ არა, მათი ზნე არ იცვლება - ვოლსკი ოპოზიციაზე
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში ოპოზიციური კოალიციის შექმნაში აზრს ვერ ხედავენ. 01.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-01T14:36+0400
2023-12-01T14:36+0400
2023-12-01T14:36+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/20/248852001_0:45:1280:766_1920x0_80_0_0_c2ec8bea1ebaf60ecc42858aad997559.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების გაერთიანება აუცილებელია საპარლამენტო არჩევნებზე წარმატების მისაღწევად, თუმცა, ამით მათი ზნე არ შეიცვლება, რომელიც დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან", ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. უფრო ადრე პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" ოპოზიციურ ძალებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციის, როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა" და მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატივის შექმნა შესთავაზა. ამავე დროს, ოპოზიციონერი დეპუტატი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტებიდან" რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური კოალიციის შექმნა მნიშვნელოვანია არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის დასაძლევად. „ერთადერთი გამოსავალია მძლავრი ოპოზიციური ცენტრის შექმნა... შესაძლებელია შეიქმნას ისეთი ბლოკი, რომელსაც აქვს 5%-ის დაძლევის შანსი, ანუ მძლავრი, "ნაციონალური მოძრაობის" ტოლფასი ან უფრო მეტად თავსებადი და სისტემური პარტიები, რომლებსაც აქვთ ბარიერის დაძლევის შესაძლებლობა", - განაცხადა გოცირიძემ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. საქართველოს ხელისუფლება თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად მზადაა - დარჩიაშვილი>>ბოლო გამოკითხვებით, გამსვლელი ბარიერის გადალახვას ქვეყანაში ორიდან ხუთ პარტიამდე შეძლებს. პარტიების რეიტინგში ლიდერობას ინარჩუნებენ „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა", რომელთა შორის სხვაობა, „ოცნების" სასარგებლოდ, თანდათანობით მატულობს. საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/20/248852001_59:0:1198:854_1920x0_80_0_0_df7bf70ff70deff3cbfbc4b0e4b00317.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
გაერთიანდებიან თუ არა, მათი ზნე არ იცვლება - ვოლსკი ოპოზიციაზე
მმართველ პარტიაში ოპოზიციური კოალიციის შექმნაში აზრს ვერ ხედავენ.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების გაერთიანება აუცილებელია საპარლამენტო არჩევნებზე წარმატების მისაღწევად, თუმცა, ამით მათი ზნე არ შეიცვლება, რომელიც დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან", ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
უფრო ადრე პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" ოპოზიციურ ძალებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციის, როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა" და მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატივის შექმნა შესთავაზა.
„გაერთიანებები აუცილებელია, თუკი მათ (ოპოზიციურ პარტიებს - რედ.) სურთ, რომ წარმატება მოიპოვონ საარჩევნო პროცესის დროს. მაგრამ პარალელურად ვითარდება დესტაბილიზაციის მცდელობების მთელი კასკადი, რომელიც ახასიათებდათ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს. გაერთიანდებიან თუ არა - მათი ზნე არ იცვლება", - განაცხადა ვოლსკიმ.
ამავე დროს, ოპოზიციონერი დეპუტატი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტებიდან" რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური კოალიციის შექმნა მნიშვნელოვანია არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის დასაძლევად.
„ერთადერთი გამოსავალია მძლავრი ოპოზიციური ცენტრის შექმნა... შესაძლებელია შეიქმნას ისეთი ბლოკი, რომელსაც აქვს 5%-ის დაძლევის შანსი, ანუ მძლავრი, "ნაციონალური მოძრაობის" ტოლფასი ან უფრო მეტად თავსებადი და სისტემური პარტიები, რომლებსაც აქვთ ბარიერის დაძლევის შესაძლებლობა", - განაცხადა გოცირიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
ბოლო გამოკითხვებით, გამსვლელი ბარიერის გადალახვას ქვეყანაში ორიდან ხუთ პარტიამდე შეძლებს. პარტიების რეიტინგში ლიდერობას ინარჩუნებენ „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა", რომელთა შორის სხვაობა, „ოცნების" სასარგებლოდ, თანდათანობით მატულობს.
საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.