https://sputnik-georgia.com/20231201/1-dekembers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-284575398.html
1-ელ დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
1-ელ დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 1-ელ დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 01.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-01T00:15+0400
2023-12-01T00:15+0400
2023-12-01T09:34+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24793/12/247931291_0:93:1990:1212_1920x0_80_0_0_a17af2fd7274a9b5110623a1a89c84df.jpg.webp
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.1 დეკემბერს დაბადებულები1 დეკემბერს ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებების მქონე პიროვნებები იბადებიან. ისინი, ერთი მხრივ, იდეალისტი არიან, ხოლო მეორე მხრივ - პრაქტიკოსი. ამ დღეს დაბადებულები ფსიქოლოგიური მოქნილობით გამოირჩევიან. თუ ადამიანის მიმართ გულგრილი არ არიან, პრაქტიკულად, ყველანაირ სიტუაციაში იპოვიან კომპრომისს, რომ ამ ადამიანთან კავშირი არ დაკარგონ. ერთადერთი, რაშიც სიხისტეს ამჟღავნებენ, ეს მათი პრინციპები, შეხედულებებია.ზოდიაქოს ყველაზე გაბედული და კეთილშობილი ნიშნები – ტოპ-სამეული>>როგორც ოპტიმისტი, ენერგიული, აქტიური ადამიანები, 1 დეკემბერს დაბადებულები სწრაფად პოულობენ მეგობრებს. არიან გულღია, გულწრფელი, ერუდირებული, მჭევრმეტყველი სხვისი მოსაზრებები მათთვის სულერთი არ არის. ეს ადამიანები შესანიშნავი თანამოსაუბრეები არიან, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იციან სხვისი მოსმენა.1 დეკემბერს დაბადებულები კომუნიკაბელური ადამიანები არიან, მზად არიან თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის. უპირატესობას ანიჭებენ გუნდურ სამუშაოს. არ ისწრაფვიან ლიდერობისკენ, მაგრამ ხშირად არაფორმალური ლიდერები მაინც ხდებიან.ამ დღეს დაბადებულებს ხშირად უყვართ ადამიანებისა და სამყაროს იდეალურად წარმოჩენა, ამასთან ზედმეტად მიმნდობსაც მათ ვერ უწოდებ. ყველაფერზე გააჩნიათ საკუთარი მოსაზრება. გადაწყვეტილებას ზეწოლით ძალიან იშვიათად იღებენ.1 დეკემბერს დაბადებულებს ტყუილად ლაპარაკი არ უყვართ. თავიანთ სიტყვას საქმით ამტკიცებენ. ეს მათ სწრაფ კარიერულ ზრდას უწყობს ხელს. ამ ადამიანებს აფასებენ, ითვალისწინებენ მათ მოსაზრებებს. ამის მიზეზი კი, პირველ რიგში, მათი კომპეტენტურობაა.დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ>>ჯანმრთელობაჯანმრთელობის შენარჩუნების გარანტი 1 დეკემბერს დაბადებულებისთვის თავიანთი უსაზღვრო ენერგიის თანაბარი და სწორი განაწილებაა. ჭარბი ენერგია გარეთ უნდა გამოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ფსიქოლოგიური პრობლემები წარმოიშვას. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, რათა მოჭარბებული ენერგია დაიხარჯოს. ფიზიკურად საკმაოდ კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ყურადღება უნდა მიაქციონ საჭმლის მომნელებელ სისტემას.რჩევა:ძალზე ენერგიული ბრძანდებით და ამით ახლობლებს ხანდახან თრგუნავთ. ზოგჯერ, სჯობს, თქვენი მგზნებარება მოთოკოთ, როდესაც ახლობლებთან საერთო საქმეს აკეთებთ.
https://sputnik-georgia.com/20181122/mSvildosani-sagittarius-zogadi-daxasiaTeba-243059849.html
https://sputnik-georgia.com/20231102/2024-wlis-horoskopi-zodiaqos-nisnebistvis-drakoni-283907907.html
https://sputnik-georgia.com/20231111/zodiaqos-mtavari-mavneblebi-nisnebi-romlebic-irgvliv-myofebs-sicocxles-umwareben-284128984.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24793/12/247931291_127:0:1864:1303_1920x0_80_0_0_389e9f51fb5e5910a01f63e4aecbac1a.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
1-ელ დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
00:15 01.12.2023 (განახლებულია: 09:34 01.12.2023) გაეცანით 1-ელ დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი
23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.
მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).
ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.
1 დეკემბერს ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებების მქონე პიროვნებები იბადებიან. ისინი, ერთი მხრივ, იდეალისტი არიან, ხოლო მეორე მხრივ - პრაქტიკოსი. ამ დღეს დაბადებულები ფსიქოლოგიური მოქნილობით გამოირჩევიან.
თუ ადამიანის მიმართ გულგრილი არ არიან, პრაქტიკულად, ყველანაირ სიტუაციაში იპოვიან კომპრომისს, რომ ამ ადამიანთან კავშირი არ დაკარგონ. ერთადერთი, რაშიც სიხისტეს ამჟღავნებენ, ეს მათი პრინციპები, შეხედულებებია.
როგორც ოპტიმისტი, ენერგიული, აქტიური ადამიანები, 1 დეკემბერს დაბადებულები სწრაფად პოულობენ მეგობრებს. არიან გულღია, გულწრფელი, ერუდირებული, მჭევრმეტყველი სხვისი მოსაზრებები მათთვის სულერთი არ არის. ეს ადამიანები შესანიშნავი თანამოსაუბრეები არიან, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იციან სხვისი მოსმენა.
1 დეკემბერს დაბადებულები კომუნიკაბელური ადამიანები არიან, მზად არიან თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის. უპირატესობას ანიჭებენ გუნდურ სამუშაოს. არ ისწრაფვიან ლიდერობისკენ, მაგრამ ხშირად არაფორმალური ლიდერები მაინც ხდებიან.
ამ დღეს დაბადებულებს ხშირად უყვართ ადამიანებისა და სამყაროს იდეალურად წარმოჩენა, ამასთან ზედმეტად მიმნდობსაც მათ ვერ უწოდებ. ყველაფერზე გააჩნიათ საკუთარი მოსაზრება. გადაწყვეტილებას ზეწოლით ძალიან იშვიათად იღებენ.
1 დეკემბერს დაბადებულებს ტყუილად ლაპარაკი არ უყვართ. თავიანთ სიტყვას საქმით ამტკიცებენ. ეს მათ სწრაფ კარიერულ ზრდას უწყობს ხელს. ამ ადამიანებს აფასებენ, ითვალისწინებენ მათ მოსაზრებებს. ამის მიზეზი კი, პირველ რიგში, მათი კომპეტენტურობაა.
ჯანმრთელობის შენარჩუნების გარანტი 1 დეკემბერს დაბადებულებისთვის თავიანთი უსაზღვრო ენერგიის თანაბარი და სწორი განაწილებაა. ჭარბი ენერგია გარეთ უნდა გამოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ფსიქოლოგიური პრობლემები წარმოიშვას.
მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, რათა მოჭარბებული ენერგია დაიხარჯოს. ფიზიკურად საკმაოდ კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ყურადღება უნდა მიაქციონ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
ძალზე ენერგიული ბრძანდებით და ამით ახლობლებს ხანდახან თრგუნავთ. ზოგჯერ, სჯობს, თქვენი მგზნებარება მოთოკოთ, როდესაც ახლობლებთან საერთო საქმეს აკეთებთ.