https://sputnik-georgia.com/20231111/zodiaqos-mtavari-mavneblebi-nisnebi-romlebic-irgvliv-myofebs-sicocxles-umwareben-284128984.html
ზოდიაქოს მთავარი მავნებლები - ნიშნები, რომლებიც ირგვლივ მყოფებს სიცოცხლეს „უმწარებენ"
ზოდიაქოს მთავარი მავნებლები - ნიშნები, რომლებიც ირგვლივ მყოფებს სიცოცხლეს „უმწარებენ"
Sputnik საქართველო
გაიცანით ზოდიაქოს ხუთი ნიშანი და მათი იუმორნარევი დახასიათება - ისინი აღმერთებენ გარშემომყოფების ნერვებზე თამაშს. 11.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-11T12:00+0400
2023-11-11T12:00+0400
2023-11-11T12:59+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249208923_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_4fe77d6d90c74d335516efb9ac9650ba.jpg
არიან ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნების წარმომადგენლები, რომლებსაც სხვაგვარად არ შეუძლიათ - უნდა ითამაშონ სხვების ნერვებზე, „გაუმწარონ სიცოცხლე". მათ საერთოდ არ აინტერესებთ ირგვლივ მყოფების კომფორტი, მდგომარეობა. ვერძი ვერძები ეგოისტები არიან - მათ, პირველ რიგში, საკუთარი თავი აღელვებთ და არა სხვების კომფორტი. ზოდიაქოს ნიშნებს შორის ვერძი ყველაზე დამანგრეველ ნიშნად არის მიჩნეული. ასტროლოგების აზრით, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები იმპულსურები არიან და ხშირად მოქმედებენ ემოციურად ისე, რომ შედეგები სულ არ ანაღვლებთ. სწორედ ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად ანგრევენ ყველაფერს ირგვლივ, მათ შორის, ადამიანებთან ურთიერთობებს. ტყუპი ორბუნებოვანი ტყუპები აღმერთებენ გარშემომყოფების დაცინვას და მათი ცხოვრების „გაფუჭებას" - აიძულებენ, მათ „დაკრულზე იცეკვონ". ისინი უკიდურესად არაპროგნოზირებადი არიან. მათი პოზიციები და ზრახვები შეიძლება გამუდმებით შეიცვალოს. რომანტიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებითაც ყველაფერი წესრიგში არაა - ისინი მარტოხელა მგლები არიან, აღმერთებენ თავგადასავლებსა და სპონტანურობას, ვერ იტანენ, ვინმეზე დამოკიდებული თუ არიან. მშვილდოსანი ცეცხლის სტიქიის კიდევ ერთი წარმომადგენელი და „სისაძაგლეების ჩამდენი" - არის უხეში, იმპულსური. რითი აღიზიანებენ ირგვლივ მყოფებს? მაგალითად, იმით, რომ თავი ყველაზე ჭკვიანად მიაჩნიათ, ამიტომ დაუღალავად ასწავლიან სხვებს ჭკუას და მათ თავზე საკუთარ მოსაზრებებს ახვევენ. კიდევ არ უყვართ ხმაურიანი კომპანიები, მეგობრებად რამდენიმე ადამიანს არჩევენ და შემდეგ ისინი თანდათანობით სრულ გამოფიტვამდე მიჰყავთ. თევზები თევზები ძალიან ხშირად გასართობად იცნობენ ადამიანებს, უახლოვდებიან, ხოლო შემდეგ თავს მსხვერპლად აჩვენებენ. ძალიან უყვართ „საყვარელი ადამიანის" როლის თამაში, შემდეგ კი მათთან დაახლოებულებს თავიანთი ტოქსიკურობით აკვირვებენ. როდესაც თავს შეაცოდებენ და ახლობლის თვალებში გაუგებრობას დაინახავენ, წყლის სტიქიის ეს წარმომადგენლები გულწრფელ კმაყოფილებას იღებენ. ასევე ძალიან უყვართ სიკეთის დათვლა და შემდეგ საპასუხოს ითხოვენ. ამიტომაა, რომ პირველები მოვლენ დასახმარებლად, მაგრამ შემდეგ აუცილებლად მოგიწევთ „საფასურის გადახდა". მორიელი ყველაზე მთავარი ნაკლი ისაა, რომ ისინი ზომიერად ეგოისტები არიან და მზად არიან, ტკივილი ყველაზე ახლობელ და მათზე მზრუნველ ადამიანებსაც მიაყენონ. ეს იმიტომ, რომ მუდმივად ვიღაცას ეჯიბრებიან და პირველი ადგილის დაკავებას ცდილობენ. მორიელი ზოდიაქოს ყველაზე რთული ნიშანია, მათთან ნორმალური ურთიერთობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. საშინლად ჯიუტები არიან და შეცდომებს თითქმის არასდროს პატიობენ.
https://sputnik-georgia.com/20230818/horoskopi-gaarkviet-mefe-xart-raindi-tu-281467447.html
https://sputnik-georgia.com/20200108/zodiaqos-niSnebis-axirebebi-iumornarevi-daxasiaTeba-247430144.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249208923_172:0:2901:2047_1920x0_80_0_0_5fd3d5b9834f6bb105a86bbbd3793c46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ზოდიაქოს მთავარი მავნებლები - ნიშნები, რომლებიც ირგვლივ მყოფებს სიცოცხლეს „უმწარებენ"
12:00 11.11.2023 (განახლებულია: 12:59 11.11.2023) გაიცანით ზოდიაქოს ხუთი ნიშანი და მათი იუმორნარევი დახასიათება - ისინი აღმერთებენ გარშემომყოფების ნერვებზე თამაშს.
არიან ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნების წარმომადგენლები, რომლებსაც სხვაგვარად არ შეუძლიათ - უნდა ითამაშონ სხვების ნერვებზე, „გაუმწარონ სიცოცხლე". მათ საერთოდ არ აინტერესებთ ირგვლივ მყოფების კომფორტი, მდგომარეობა.
ვერძები ეგოისტები არიან - მათ, პირველ რიგში, საკუთარი თავი აღელვებთ და არა სხვების კომფორტი. ზოდიაქოს ნიშნებს შორის ვერძი ყველაზე დამანგრეველ ნიშნად არის მიჩნეული. ასტროლოგების აზრით, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები იმპულსურები არიან და ხშირად მოქმედებენ ემოციურად ისე, რომ შედეგები სულ არ ანაღვლებთ. სწორედ ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად ანგრევენ ყველაფერს ირგვლივ, მათ შორის, ადამიანებთან ურთიერთობებს.
ორბუნებოვანი ტყუპები აღმერთებენ გარშემომყოფების დაცინვას და მათი ცხოვრების „გაფუჭებას" - აიძულებენ, მათ „დაკრულზე იცეკვონ". ისინი უკიდურესად არაპროგნოზირებადი არიან. მათი პოზიციები და ზრახვები შეიძლება გამუდმებით შეიცვალოს. რომანტიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებითაც ყველაფერი წესრიგში არაა - ისინი მარტოხელა მგლები არიან, აღმერთებენ თავგადასავლებსა და სპონტანურობას, ვერ იტანენ, ვინმეზე დამოკიდებული თუ არიან.
ცეცხლის სტიქიის კიდევ ერთი წარმომადგენელი და „სისაძაგლეების ჩამდენი" - არის უხეში, იმპულსური. რითი აღიზიანებენ ირგვლივ მყოფებს? მაგალითად, იმით, რომ თავი ყველაზე ჭკვიანად მიაჩნიათ, ამიტომ დაუღალავად ასწავლიან სხვებს ჭკუას და მათ თავზე საკუთარ მოსაზრებებს ახვევენ. კიდევ არ უყვართ ხმაურიანი კომპანიები, მეგობრებად რამდენიმე ადამიანს არჩევენ და შემდეგ ისინი თანდათანობით სრულ გამოფიტვამდე მიჰყავთ.
თევზები ძალიან ხშირად გასართობად იცნობენ ადამიანებს, უახლოვდებიან, ხოლო შემდეგ თავს მსხვერპლად აჩვენებენ. ძალიან უყვართ „საყვარელი ადამიანის" როლის თამაში, შემდეგ კი მათთან დაახლოებულებს თავიანთი ტოქსიკურობით აკვირვებენ. როდესაც თავს შეაცოდებენ და ახლობლის თვალებში გაუგებრობას დაინახავენ, წყლის სტიქიის ეს წარმომადგენლები გულწრფელ კმაყოფილებას იღებენ. ასევე ძალიან უყვართ სიკეთის დათვლა და შემდეგ საპასუხოს ითხოვენ. ამიტომაა, რომ პირველები მოვლენ დასახმარებლად, მაგრამ შემდეგ აუცილებლად მოგიწევთ „საფასურის გადახდა".
ყველაზე მთავარი ნაკლი ისაა, რომ ისინი ზომიერად ეგოისტები არიან და მზად არიან, ტკივილი ყველაზე ახლობელ და მათზე მზრუნველ ადამიანებსაც მიაყენონ. ეს იმიტომ, რომ მუდმივად ვიღაცას ეჯიბრებიან და პირველი ადგილის დაკავებას ცდილობენ. მორიელი ზოდიაქოს ყველაზე რთული ნიშანია, მათთან ნორმალური ურთიერთობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. საშინლად ჯიუტები არიან და შეცდომებს თითქმის არასდროს პატიობენ.