მიმდინარეობს შავი ზღვის სანაპიროს აღდგენა დამანგრეველი შტორმის შემდეგ

© Batumi City Hallშტორმის შედეგები ბათუმში
შტორმის შედეგები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2023
გამოწერა
სპეციალისტების თქმით, ასეთი შტორმი შავ ზღვაზე 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ორ რეგიონში - აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შავ ზღვაზე დამანგრეველი შტორმის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
უამინდობამ საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე პრობლემები შექმნა. გუშინ ზღვაზე შტორმი 7–8 ბალს აღწევდა. მან ბათუმისა და ქობულეთის ბულვარები დააზიანა, ასევე დაიტბორა მიმდებარე ქუჩები. სპეციალისტების თქმით, შავ ზღვაზე ასეთი შტორმი 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა. გარდა ამისა, ქარის სიჩქარემ 25 მეტრს მიაღწია წამში, ამასთან, წვიმდა.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპიროს გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ყველა შესაბამისი სამსახურია ჩართული. 30 ნოემბერს დილიდან სამუშაოებს ბათუმის მერიის სპორტული კლუბების სპორტსმენები შეუერთდნენ.
ბათუმის მერიამ მოსახლეობისგან შტორმისა და უამინდობის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით დაახლოებით ათი განცხადება მიიღო. მათი დიდი ნაწილი ძლიერი ქარის გამო დაზიანებულ სახურავებს ეხება. მერიამ დაზიანებული სახურავების მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეკეთების პირობა დადო.
აჭარის მეთაურმა უამინდობის გამო დაზარალებულების დახმარების დავალება გასცა>>
გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს განმუხურშიც - ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ცენტრალურ ბულვარს ჭუჭყისგან და ქვიშისგან წმენდენ, მიმდინარეობს მრავალწლიანი მცენარეების გადარგვა, რომლებიც შტორმმა ამოყარა მიწიდან. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.
გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ფოთშიც. ტალღებმა რამდენიმე ადგილას ჯებირები დააზიანა. წყალმა რომ ზღვასთან ახლოს მდებარე სახლებამდე და სასაფლაომდე არ მიაღწიოს, მთელი ღამე შესაბამისი სამსახურები დამცავ ბარიერებს აკეთებდნენ.
ფოთის მერიაში აღნიშნავენ, რომ მოსახლეობაში ზარალი მინიმალურია, თუმცა მნიშვნელოვნად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ზარალის შეფასება დაწყებულია.
ყველა ახალი ამბავი
0