აჭარის მეთაურმა უამინდობის გამო დაზარალებულების დახმარების დავალება გასცა

© Batumi City Hallუამინდობის შედეგები ბათუმში
უამინდობის შედეგები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2023
გამოწერა
შტორმმა სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა გაანადგურა.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ყველა უწყებას ბათუმისა და ქობულეთის რაიონებში სტიქიით მიყენებული ზარალის შესწავლა და დაზარალებულების დახმარების დავალება მისცა.
უამინდობამ საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე პრობლემები შექმნა. გუშინ ზღვაზე შტორმი 7–8 ბალს აღწევდა. მან ბათუმისა და ქობულეთის ბულვარები დააზიანა, ასევე დაიტბორა მიმდებარე ქუჩები. სპეციალისტების თქმით, შავ ზღვაზე ასეთი შტორმი 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა. გარდა ამისა, ქარის სიჩქარემ 25 მეტრს მიაღწია წამში, ამასთან, წვიმდა.
„მინდა ვთხოვო და დავავალო ყველა უწყებას, მაქსიმალურად დროულად ჩატარდეს გაწმენდითი სამუშაოები და დროულად დასრულდეს სალიკვიდაციო სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედმა კომისიებმა დროულად შეისწავლონ ზარალი და მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველა კერძო პირს თუ მეწარმეს, რომელიც მოვლენებმა დააზიანა“, – განაცხადა რიჟვაძემ.
მისი თქმით, გუშინდელმა შტორმმა და უამინდობამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ბათუმისა და ქობულეთის სანაპირო ზოლს.
როგორც რიჟვაძემ მანამდე განაცხადა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები ამინდის გამოსვლის მერე დაიწყება.
შტორმი შავი ზღვისპირეთში: სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს>>
სტიქიამ პრობლემები შექმნა ფოთშიც. დაზიანებულია სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა. დაიტბორა ბულვარის მიმდებარე ქუჩებიც. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა მრავალბინიანი კორპუსის სახურავიც.
სინოპტიკოსები დღესაც ცუდ ამინდსა და ზღვაზე ექვსბალიან შტორმს პროგნოზირებენ. მათი პროგნოზით, შავი ზღვის სანაპიროზე ამინდი 29–30 ნოემბერს გამოვა.
ყველა ახალი ამბავი
0