https://sputnik-georgia.com/20231128/shtormi-zgvis-sanapiroze-stiqiis-salikvidacio-samsuhaoebi-mimdinareobs-284548013.html
შტორმი შავი ზღვისპირეთში: სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
შტორმი შავი ზღვისპირეთში: სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ტერიტორიაზე უამინდობა 29 ნოემბრამდე გაგრძელდება. 28.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-28T11:59+0400
2023-11-28T11:59+0400
2023-11-28T11:59+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1b/284530318_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_78773435cf4f39fe8c37a9a1cf408d4f.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. რვაბალიანმა შტორმმა და ქარმა, რომლის შესახებაც სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებდნენ, ბათუმის, ქობულეთისა და ფოთის ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიაყენა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.ბათუმში შტორმმა დააზიანა ახალი ბულვარის ინფრასტრუქტურა. წვიმის შედეგად დაიტბორა ხიმშიაშვილის ქუჩაზე არსებული შენობებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა.ქობულეთში შტორმმა და ძლიერმა ქარმა თითქმის მთელ პერიმეტრზე დააზიანა თამარ მეფის სანაპირო და ზღვისპირა ახალი ბულვარის საპლაჟო ინფრასტრუქტურა - განსაკუთრებით დაზიანდა თამარ მეფის სანაპიროზე არსებული კაფე-ბარები და საცხოვრებელი სახლები.აჭარის სანაპიროზე 8-ბალიანი შტორმია>>>გვიან ღამემდე სამაშველო ჯგუფებსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს გადაკეტილი ჰქონდათ სანაპირო ზოლი და ქვეითებისა და ავტომობილებისთვის გადაადგილება შეზღუდული იყო.სტიქიამ პრობლემები შექმნა ფოთშიც. დაზიანებულია სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა. დაიტბორა ბულვარის მიმდებარე ქუჩებიც. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა მრავალბინიანი კორპუსის სახურავიც.მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული და საგანგებო რეჟიმში ახორციელებენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები შტორმის შედეგად მიყენებულ ზარალს უკვე ითვლიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1b/284530318_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_2951364033b1dc6b3760f4ab903a2e3a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
შტორმი შავი ზღვისპირეთში: სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ტერიტორიაზე უამინდობა 29 ნოემბრამდე გაგრძელდება.
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. რვაბალიანმა შტორმმა და ქარმა, რომლის შესახებაც სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებდნენ, ბათუმის, ქობულეთისა და ფოთის ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიაყენა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ბათუმში შტორმმა დააზიანა ახალი ბულვარის ინფრასტრუქტურა. წვიმის შედეგად დაიტბორა ხიმშიაშვილის ქუჩაზე არსებული შენობებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა.
ქობულეთში შტორმმა და ძლიერმა ქარმა თითქმის მთელ პერიმეტრზე დააზიანა თამარ მეფის სანაპირო და ზღვისპირა ახალი ბულვარის საპლაჟო ინფრასტრუქტურა - განსაკუთრებით დაზიანდა თამარ მეფის სანაპიროზე არსებული კაფე-ბარები და საცხოვრებელი სახლები.
გვიან ღამემდე სამაშველო ჯგუფებსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს გადაკეტილი ჰქონდათ სანაპირო ზოლი და ქვეითებისა და ავტომობილებისთვის გადაადგილება შეზღუდული იყო.
სტიქიამ პრობლემები შექმნა ფოთშიც. დაზიანებულია სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა. დაიტბორა ბულვარის მიმდებარე ქუჩებიც. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა მრავალბინიანი კორპუსის სახურავიც.
მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული და საგანგებო რეჟიმში ახორციელებენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები შტორმის შედეგად მიყენებულ ზარალს უკვე ითვლიან.