https://sputnik-georgia.com/20231127/acharis-sanapiroze-8-baliani-shtormia-284527962.html
აჭარის სანაპიროზე 8-ბალიანი შტორმია
აჭარის სანაპიროზე 8-ბალიანი შტორმია
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ტერიტორიაზე უამინდობა 29 ნოემბრამდე გაგრძელდება. 27.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-27T15:21+0400
2023-11-27T15:21+0400
2023-11-27T15:21+0400
საქართველო
ამინდი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0f/263641823_391:0:2000:905_1920x0_80_0_0_86bd77173786a6af45be2bb27336d8a4.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. რვაბალიანმა შტორმმა და ქარმა, რომლის შესახებაც სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებდნენ, ბათუმის, ქობულეთისა და ფოთის ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიაყენა.ბათუმში შტორმმა დააზიანა ახალი ბულვარის ინფრასტრუქტურა. წვიმის შედეგად დაიტბორა ხიმშიაშვილი ქუჩაზე არსებული შენობებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია და ქალაქის მერია მოქალაქეებს უსაფრთხოების მიზნით სანაპირო ზოლზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.აჭარის დედაქალაქში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.შტორმმა და ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ქობულეთის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა - განსაკუთრებით დაზიანდა თამარ მეფის სანაპიროზე არსებული კაფე-ბარები.ფოთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე მრავალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა, დაზიანდა ავტომობილები. ამ დროისთვის მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ტერიტორიაზე უამინდობა 29 ნოემბრამდე გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0f/263641823_793:0:2000:905_1920x0_80_0_0_5083ed36fd0cb8be5b706c95b549d98f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ამინდი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, ამინდი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
აჭარის სანაპიროზე 8-ბალიანი შტორმია
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ტერიტორიაზე უამინდობა 29 ნოემბრამდე გაგრძელდება.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. რვაბალიანმა შტორმმა და ქარმა, რომლის შესახებაც სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებდნენ, ბათუმის, ქობულეთისა და ფოთის ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიაყენა.
ბათუმში შტორმმა დააზიანა ახალი ბულვარის ინფრასტრუქტურა. წვიმის შედეგად დაიტბორა ხიმშიაშვილი ქუჩაზე არსებული შენობებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია და ქალაქის მერია მოქალაქეებს უსაფრთხოების მიზნით სანაპირო ზოლზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
„ბათუმში ძლიერი წვიმისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ბულვარის სანაპირო ზოლზე გადაადგილებისგან. ზღვაზე განვითარდა 8-ბალიანი შტორმი, რის გამოც გადაადგილება სახიფათოა", - ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებაში.
აჭარის დედაქალაქში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
შტორმმა და ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ქობულეთის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა - განსაკუთრებით დაზიანდა თამარ მეფის სანაპიროზე არსებული კაფე-ბარები.
ფოთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე მრავალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა, დაზიანდა ავტომობილები. ამ დროისთვის მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ტერიტორიაზე უამინდობა 29 ნოემბრამდე გაგრძელდება.