https://sputnik-georgia.com/20231130/premieri-adb-programa-sheesabameba-saqartvelos-miswrapebas-284601015.html
პრემიერი: ADB-ის პროგრამა შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ლოჯისტიკური ჰაბი
პრემიერი: ADB-ის პროგრამა შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ლოჯისტიკური ჰაბი
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) პოლიტიკა შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას გახდეს... 30.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-30T12:21+0400
2023-11-30T12:21+0400
2023-11-30T12:21+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24030/82/240308209_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_967ca1c5e06033b253466a408c5bfd55.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) პოლიტიკა შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას გახდეს რეგიონული სატრანსპორტო-ლოჯისტიკური და სავაჭრო ჰაბი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში CAREC-ის მინისტერიალის გახსნაზე.2023 წელს საქართველო CAREC-ის თავმჯდომარე-ქვეყანაა - დღეს, 30 ნოემბერს თბილისში CAREC-ის რიგით 22-ე მინისტერიალი ტარდება. ღონისძიებაზე დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი დოკუმენტი „CAREC-ის ხედვა კლიმატის ცვლილების საკითხზე“.მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც იზრდება „შუა დერეფნის" მნიშვნელობა, როგორც ტრადიციული მარშრუტების სტაბილური და უსაფრთხო ალტერნატივა, საქართველო მზადაა განახორციელოს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ კავშირების გაუმჯობესებას.საქართველო CAREC-ის მინისტერიალს მასპინძლობს>>>მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ცენტრალური აზიის განვითარების რეგიონული პროგრამისა და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტი როლი რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში.გარდა ამისა, პრემიერის თქმით, საქართველომ, როგორც CAREC-ის თავმჯდომარე-ქვეყანამ, წარმატებით შეასრულა მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობები, რისთვისაც მადლობა გადაუხადა ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, ვინც ჩართული იყო აღნიშნული მისიის შესრულებაში.CAREC-ის პროგრამა 11 ქვეყნისა და განვითარების პარტნიორის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს წევრ-ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას.CAREC 2030 – გრძელვადიანი სტრატეგიული ჩარჩოა ადამიანების, პოლიტიკისა და პროექტების გაერთიანებისთვის რეგიონში მდგრადი განვითარების მიზნით.აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 4,7მლრდ დოლარს შეადგენს.საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24030/82/240308209_56:0:944:666_1920x0_80_0_0_b65b8e5cb85c52a16d6b16d092149c09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) პოლიტიკა შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას გახდეს რეგიონული სატრანსპორტო-ლოჯისტიკური და სავაჭრო ჰაბი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში CAREC-ის მინისტერიალის გახსნაზე.
2023 წელს საქართველო CAREC-ის თავმჯდომარე-ქვეყანაა - დღეს, 30 ნოემბერს თბილისში CAREC-ის რიგით 22-ე მინისტერიალი ტარდება. ღონისძიებაზე დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი დოკუმენტი „CAREC-ის ხედვა კლიმატის ცვლილების საკითხზე“.
„ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამის ძირითადი პოლიტიკა ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს რეგიონული ცენტრი, რომელიც წარმოჩინდება, როგორც გამარტივებული და დაჩქარებული სავაჭრო და სატრანზიტო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც იზრდება „შუა დერეფნის" მნიშვნელობა, როგორც ტრადიციული მარშრუტების სტაბილური და უსაფრთხო ალტერნატივა, საქართველო მზადაა განახორციელოს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ კავშირების გაუმჯობესებას.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ცენტრალური აზიის განვითარების რეგიონული პროგრამისა და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტი როლი რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში.
„ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში განხორციელებულ უამრავ პროექტსა და ღონისძიებაში. მას შემდეგ, რაც საქართველო 2016 წელს ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონულ პროგრამას შეუერთდა, ქვეყანაში, დაახლოებით, 3 მილიარდ დოლარის ინვესტიციის მობილიზება მოხდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, საქართველომ, როგორც CAREC-ის თავმჯდომარე-ქვეყანამ, წარმატებით შეასრულა მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობები, რისთვისაც მადლობა გადაუხადა ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, ვინც ჩართული იყო აღნიშნული მისიის შესრულებაში.
„მალე, 2024 წელს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას ვუმასპინძლებთ თბილისში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება გამორჩეულ პლატფორმად წარმოჩინდება რეგიონული და გლობალური საკითხებისა და შეთავაზებულ გადაწყვეტათა განხილვისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
CAREC-ის პროგრამა 11 ქვეყნისა და განვითარების პარტნიორის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს წევრ-ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას.
CAREC 2030 – გრძელვადიანი სტრატეგიული ჩარჩოა ადამიანების, პოლიტიკისა და პროექტების გაერთიანებისთვის რეგიონში მდგრადი განვითარების მიზნით.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 4,7მლრდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.