https://sputnik-georgia.com/20231129/saqartvelosi-pirveli-samusao-vizitit-aziis-ganvitarebis-bankis-prezidenti-camovida-284572145.html
საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჩამოვიდა
საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჩამოვიდა
Sputnik საქართველო
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა CAREC-ის 22-ე კონფერენციაზე, რომელიც თბილისში 30 ნოემბერს გაიმართება. 29.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-29T10:50+0400
2023-11-29T10:50+0400
2023-11-29T10:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცენტრალური აზია
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284455959_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_3faa12d2e8c3743a3efec159724fef8c.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა კოლეგებთან ერთად პირველად ჩამოვიდა საქართველოში, რათა გაეცნოს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მზადებას, რომელიც 2024 წლის 2-5 მაისს გაიმართება.აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში პირველად გაიმართება. 57-ე ყოველწლიურ ფორუმს 4 ათასამდე მონაწილე და გამორჩეული სტუმარი დაესწრება, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, 68 წევრი ქვეყნის დელეგაციები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა CAREC-ის 22-ე მინისტრების კონფერენციაზე, რომელიც თბილისში 30 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიებაზე დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი დოკუმენტი „CAREC-ის ხედვა კლიმატის ცვლილების საკითხზე“.დაგეგმილია მისი შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან.საქართველო აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარებისთვის ემზადება >>საქართველო 2023 წელს CAREC-ის თავმჯდომარე-ქვეყანაა.CAREC-ის პროგრამა 11 ქვეყნისა და განვითარების პარტნიორის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას.CAREC 2030 – გრძელვადიანი სტრატეგიული ჩარჩოა ადამიანების, პოლიტიკისა და პროექტების გაერთიანებისთვის რეგიონში მდგრადი განვითარების მიზნით.საქართველოში ADB-სთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების იმედი აქვთ >>აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარს შეადგენს.საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
საქართველო
ცენტრალური აზია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284455959_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_7f6a4fb07ad2be93eee83c95a4fb1935.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცენტრალური აზია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ცენტრალური აზია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჩამოვიდა
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა CAREC-ის 22-ე კონფერენციაზე, რომელიც თბილისში 30 ნოემბერს გაიმართება.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა კოლეგებთან ერთად პირველად ჩამოვიდა საქართველოში, რათა გაეცნოს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მზადებას, რომელიც 2024 წლის 2-5 მაისს გაიმართება.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში პირველად გაიმართება. 57-ე ყოველწლიურ ფორუმს 4 ათასამდე მონაწილე და გამორჩეული სტუმარი დაესწრება, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, 68 წევრი ქვეყნის დელეგაციები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა CAREC-ის 22-ე მინისტრების კონფერენციაზე, რომელიც თბილისში 30 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიებაზე დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი დოკუმენტი „CAREC-ის ხედვა კლიმატის ცვლილების საკითხზე“.
დაგეგმილია მისი შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან.
საქართველო 2023 წელს CAREC-ის თავმჯდომარე-ქვეყანაა.
CAREC-ის პროგრამა 11 ქვეყნისა და განვითარების პარტნიორის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას.
CAREC 2030 – გრძელვადიანი სტრატეგიული ჩარჩოა ადამიანების, პოლიტიკისა და პროექტების გაერთიანებისთვის რეგიონში მდგრადი განვითარების მიზნით.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.