ბოლო ორ წელიწადში საქართველოში 271 სკოლა აშენდა ან გარემონტდა

© Ministry of Education and Science of Georgiaგიორგი ამილახვარი
გიორგი ამილახვარი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2023
გამოწერა
საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ბოლო წლებში საქართველოში 271 სკოლაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
2022-2023 წლებში განხორციელდა ჯამში 71 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაციის სამუშაოები, ხოლო 200 საჯარო სკოლაში ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
დღეისათვის უკვე მიმდინარეობს 150 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. 2024 წლის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ 75 საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოების დაწყება. ჯამში ამ მიმართულებით 700 მილიონი ლარი დაიხარჯება.
განათლების მინისტრმა მასწავლებლების ხელფასების უპრეცედენტო ზრდა დააანონსა >>
გიორგი ამილახვარის განცხადებით, საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
„აღსანიშნავია, რომ პროექტის, განხორციელების შედეგად, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
მისი თქმით, 2023 წლისთვის დასრულდა 4 ახალი პროფესიული კოლეჯის და 3 ახალი სახელოსნოს მშენებლობა. სრული რეაბილიტაცია კი ჩაუტარდა 2 პროფესიულ კოლეჯს.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4 ახალი პროფესიული კოლეჯის და 4 ახალი სახელოსნოს მშენებლობა. პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით 2022-2023 წლის ჯამურმა ბიუჯეტმა შეადგინა 36 მილიონ ლარზე მეტი.
საქართველოში 2022 წლის შემოდგომიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მასშტაბური პროექტის - 800 სკოლის მშენებლობა და განახლება დაიწყო.
კარგი ამბავი სტუდენტებისთვის - ახალი წლიდან საქართველოში სტიპენდიები გაიზრდება >>
პროექტის განხორციელების შედეგად უფრო ხელმისაწვდომი გახდება საგანმანათლებლო რესურსები, რომლებსაც 230 ათასზე მეტი სტუდენტი გამოიყენებს.
პროექტის ღირებულება ერთი მილიარდი ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0