https://sputnik-georgia.com/20231128/rawasi-samonasireo-meurnebis-seqmnaze-gacemuli-licenzia-gauqmda-284568958.html
რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე გაცემული ლიცენზია გაუქმდა
რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე გაცემული ლიცენზია გაუქმდა
Sputnik საქართველო
ბიზნესმენ ხიდაშელზე გაცემული ლიცენზია გარემოსდაცვითი აქტივისტების პროტესტის მიზეზი გახდა. 28.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-28T20:59+0400
2023-11-28T20:59+0400
2023-11-28T20:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
რაჭა-ლეჩხუმი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/53/246825380_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_af72201ca9d53bdc98e45aaa35a01472.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ასოცირებულ კომპანია HG Capra Caucasica-ს რაჭის მაღალმთიან რეგიონში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა, ნათქვამია განცხადებაში.ბიზნესმენ ხიდაშელზე გაცემული ლიცენზია გარემოსდაცვითი აქტივისტების პროტესტის მიზეზი გახდა. თვეზე მეტია რაც რაჭაში, 18 ნოემბრიდან კი თბილისში იმართებოდა საპროტესტო აქციები ბიზნესმენისთვის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარ ფართობზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. ხიდაშელმა ლიცენზია 2022 წლის მარტში 49 წლის ვადით მიიღო.სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიის მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, თუკი სახეზე არის ვალდებულებების შეუსრულებლობა.აღნიშნულის საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები.„რიონის ხეობის მცველების“ აქციაზე დაკავებული 11 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს >>დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მოსაზრებები და არგუმენტები სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. განხილვის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია განვითარებაზე ორიენტირებული ყველა პროექტის მხარდაჭერა, თუმცა, შეთანხმებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული“, - ნათქვამია განცხადებაში.რაჭაში ტყე არ გაყიდულა, სამონადირეო მეურნეობა არ მოეწყობა - სამინისტროს პასუხი აქტივისტებს >>მანამდე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის ასაშენებლად 5 მილიონი ლარის ინვესტიცია მოეთხოვებოდა, მაგრამ ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა. უწყებაში განაცხადეს, რომ ამის გამო დაიწყეს ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის გაუქმების მიზნით.თავად ხიდაშელმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ საუბარია ნადირობის ლიცენზიაზე და ეს არანაირად არ ეხება ტყით ან მიწით სარგებლობას. ბიზნესმენმა თქვა, რომ ტერიტორიის დასუფთავებაზე ბევრი ადამიანის დასაქმებას აპირებდა და მეტიც, ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზა წილებიც შესთავაზა, მაგრამ სურვილი არავის გამოუთქვამს. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ეს ლიცენზია მხოლოდ ვალდებულებებს ითვალისწინებს.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/53/246825380_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_453bcdbf015d30b824730eb6ab70004b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, რაჭა-ლეჩხუმი , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, რაჭა-ლეჩხუმი , საზოგადოება
რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე გაცემული ლიცენზია გაუქმდა
ბიზნესმენ ხიდაშელზე გაცემული ლიცენზია გარემოსდაცვითი აქტივისტების პროტესტის მიზეზი გახდა.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ასოცირებულ კომპანია HG Capra Caucasica-ს რაჭის მაღალმთიან რეგიონში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა, ნათქვამია განცხადებაში.
ბიზნესმენ ხიდაშელზე გაცემული ლიცენზია გარემოსდაცვითი აქტივისტების პროტესტის მიზეზი გახდა. თვეზე მეტია რაც რაჭაში, 18 ნოემბრიდან კი თბილისში იმართებოდა საპროტესტო აქციები ბიზნესმენისთვის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარ ფართობზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. ხიდაშელმა ლიცენზია 2022 წლის მარტში 49 წლის ვადით მიიღო.
„გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიაზე შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’’ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია (№000019) გაუქმდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიის მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, თუკი სახეზე არის ვალდებულებების შეუსრულებლობა.
აღნიშნულის საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები.
დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მოსაზრებები და არგუმენტები სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. განხილვის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.
„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია განვითარებაზე ორიენტირებული ყველა პროექტის მხარდაჭერა, თუმცა, შეთანხმებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის ასაშენებლად 5 მილიონი ლარის ინვესტიცია მოეთხოვებოდა, მაგრამ ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა. უწყებაში განაცხადეს, რომ ამის გამო დაიწყეს ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის გაუქმების მიზნით.
თავად ხიდაშელმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ საუბარია ნადირობის ლიცენზიაზე და ეს არანაირად არ ეხება ტყით ან მიწით სარგებლობას. ბიზნესმენმა თქვა, რომ ტერიტორიის დასუფთავებაზე ბევრი ადამიანის დასაქმებას აპირებდა და მეტიც, ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზა წილებიც შესთავაზა, მაგრამ სურვილი არავის გამოუთქვამს. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ეს ლიცენზია მხოლოდ ვალდებულებებს ითვალისწინებს.