„რიონის ხეობის მცველების“ აქციაზე დაკავებული 11 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

© AFP 2024 / VANO SHLAMOVთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2023
გამოწერა
აქციის მონაწილეები 2022 წელს გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, რაჭის ტყეები 49-წლიანი იჯარით ერთ-ერთ ბიზნესმენს გადაეცა.
თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციაზე დაკავებული 11 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, იუწყება „პირველი არხი“.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ლიცენზია გასცა, ეკოაქტივისტებმა ხმაურიანი საპროტესტო აქცია მოაწყვეს, სადაც ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანიც. ისინი აპროტესტებდნენ ტყის შესაძლო გაყიდვა მეურნეობის მოსაწყობად. 11-ვე ადამიანი ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისთვის იყო დაკავებული.
ომბუდსმენი „რიონის ხეობის მცველების“ აქციაზე მომიტინგეების დაკავების საკითხს შეისწავლის >>
როგორც დაკავებულების ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა განაცხადა, აქციის მონაწილეების დაკავება იყო უკანონო და ისინი არ გასცდენიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს.
სასამართლო პროცესი მტკიცებულებებისა და მოწმეების გამოკვლევით 29 და 30 ნოემბერს გაგრძელდება, სასამართლომ შსს-ს ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენა დაავალა.
აქციის მონაწილეები 2022 წელს გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, მათივე განცხადებით, რაჭის ტყეები 49-წლიანი იჯარით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა. „რიონის ხეობის მცველები“ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სამინისტროსთან იქამდე დარჩებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
გუშინდელ აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის „რიონის ხეობის მცველები“, რომლებიც ცნობილი არიან პროტესტით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოთხოვნა იყო შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და აღნიშნული საკითხის განხილვა.
გუშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება, რომ გადაწყვიტა გააუქმოს რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია. უწყების განმარტებით, რაჭაში ტყე არ გაყიდულა. კერძოდ, ლიცენზია გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას ხუთ მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის.
სამინისტროში განაცხადეს, რომ სიტუაცია განუმარტეს ადგილობრივ მოსახლეობას, მაგრამ „სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, შესაბამის ვადებში“.
წყარო - „პირველი არხი“
ყველა ახალი ამბავი
0