https://sputnik-georgia.com/20231128/raribasvili-somxetis-premieris-aparatis-ufross-sexvda-284564268.html
ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერის აპარატის უფროსს შეხვდა – რაზე იმსჯელეს მხარეებმა
ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერის აპარატის უფროსს შეხვდა – რაზე იმსჯელეს მხარეებმა
Sputnik საქართველო
საქართველო ღიაა მხარი დაუჭიროსნებისმიერ კონსტრუქციულ პროცესს, რაც მიზნად ისახავს რეგიონშიმშვიდობისა და სტაბილურობისაღდგენას, აღნიშნა პრემიერმა. 28.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-28T18:04+0400
2023-11-28T18:04+0400
2023-11-28T18:04+0400
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
სომხეთი
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
ახალი ამბები
საქართველო
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1c/284560725_121:235:1528:1027_1920x0_80_0_0_99d480826a062b23d7594d21b1c82bb8.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი სომეხი კოლეგის აპარატის ხელმძღვანელი არაიკ ჰარუთიუნიანი მიიღო და მასთან რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხები განიხილა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახური.ირაკლი ღარიბაშვილი 2021 წლის დეკემბერში „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.2023 წლის ოქტომბერში, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანის პრემიერი ალი ასადოვი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიაში პირისპირ პირველად საქართველოში შეხვდნენ - არაოფიციალურ გარემოში აუდიენცია პრემიერ-ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობითა და ხელმძღვანელობით გაიმართა.ღარიბაშვილის ჰარუთიუნიანთან შეხვედრაზე, მათ შორის, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს, არამედ მთელ რეგიონს.რა საკითხები განიხილეს აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ბაქოში>>პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ღიაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ კონსტრუქციულ პროცესს, რაც მიმართულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისკენ.მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით". 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს.„მთავარი მიზანია რეგიონში მშვიდობა“ - დარჩიაშვილი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობებზე>>ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად.საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.ამ წლების მანძილზე საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის 88 დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
სომხეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1c/284560725_0:360:837:988_1920x0_80_0_0_af4c3601e0d5088e291436a51f6a69e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ახალი ამბები, საქართველო, კავკასია
პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ახალი ამბები, საქართველო, კავკასია
ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერის აპარატის უფროსს შეხვდა – რაზე იმსჯელეს მხარეებმა
საქართველო ღიაა მხარი დაუჭიროსნებისმიერ კონსტრუქციულ პროცესს, რაც მიზნად ისახავს რეგიონშიმშვიდობისა და სტაბილურობისაღდგენას, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი სომეხი კოლეგის აპარატის ხელმძღვანელი არაიკ ჰარუთიუნიანი მიიღო და მასთან რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხები განიხილა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახური.
ირაკლი ღარიბაშვილი 2021 წლის დეკემბერში „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.2023 წლის ოქტომბერში, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანის პრემიერი ალი ასადოვი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიაში პირისპირ პირველად საქართველოში შეხვდნენ - არაოფიციალურ გარემოში აუდიენცია პრემიერ-ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობითა და ხელმძღვანელობით გაიმართა.
ღარიბაშვილის ჰარუთიუნიანთან შეხვედრაზე, მათ შორის, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს, არამედ მთელ რეგიონს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ღიაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ კონსტრუქციულ პროცესს, რაც მიმართულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისკენ.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით". 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს.
ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
ამ წლების მანძილზე საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის 88 დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.