https://sputnik-georgia.com/20231128/ra-sakitxebi-ganixiles-saqartvelos-turqetisa-da-azerbaijanis-tavdacvis-ministrebma-284546647.html
რა საკითხები განიხილეს აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ბაქოში
რა საკითხები განიხილეს აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ბაქოში
Sputnik საქართველო
მსგავს ფორმატში შემდეგი ღონისძიება საქართველოში 2024 წელს ჩატარდება 28.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-28T10:39+0400
2023-11-28T10:39+0400
2023-11-28T10:39+0400
საქართველო
თურქეთი
სომხეთი
კავკასია
საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1b/284542023_0:97:1000:660_1920x0_80_0_0_9e56b7938d4e4e3c2d90dfaf2e84d837.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ბაქოში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს, თურქეთის თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".შეხვედრაზე, რომელიც სამმხრივ ფორმატში გაიმართა, განიხილეს ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას.ხაზგასმით აღინიშნა ძალების გაერთიანების განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ ფაქტორებთან ბრძოლაში, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან რეგიონში უსაფრთხოებას.თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი სწავლებისა და ტრენინგების გაფართოების აუცილებლობაზე იმსჯელეს.აზერბაიჯან-საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი>>>მათ იმედი გამოთქვეს, რომ თავდაცვის სფეროში ერთობლივი თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სამი ქვეყნის, არამედ მთლიანად რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და სამხედრო განათლების განვითარება.მსგავს ფორმატში შემდეგი ღონისძიება საქართველოში 2024 წელს ჩატარდება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.ტრადიციული სამმხრივი მინისტერიალი ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში თურქეთში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომელიც ემსახურება რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
საქართველო
თურქეთი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1b/284542023_92:0:972:660_1920x0_80_0_0_1ff3f1fb994e95b56e80d754c7ce9912.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , სომხეთი, კავკასია, საქართველოს თავდაცვა, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , სომხეთი, კავკასია, საქართველოს თავდაცვა, ახალი ამბები
რა საკითხები განიხილეს აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ბაქოში
მსგავს ფორმატში შემდეგი ღონისძიება საქართველოში 2024 წელს ჩატარდება
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ბაქოში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს, თურქეთის თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, იუწყება
„Sputnik-აზერბაიჯანი".
შეხვედრაზე, რომელიც სამმხრივ ფორმატში გაიმართა, განიხილეს ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, სამი ქვეყნის ხალხები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ კეთილმეზობლურ და მეგობრულ ატმოსფეროში და დღეს ეს კავშირები სამი ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურების ხელმძღვანელობით აღმავალი ხაზით ვითარდება, ხოლო ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
ხაზგასმით აღინიშნა ძალების გაერთიანების განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ ფაქტორებთან ბრძოლაში, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან რეგიონში უსაფრთხოებას.
თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი სწავლებისა და ტრენინგების გაფართოების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
მათ იმედი გამოთქვეს, რომ თავდაცვის სფეროში ერთობლივი თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სამი ქვეყნის, არამედ მთლიანად რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.
გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და სამხედრო განათლების განვითარება.
მსგავს ფორმატში შემდეგი ღონისძიება საქართველოში 2024 წელს ჩატარდება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ტრადიციული სამმხრივი მინისტერიალი ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში თურქეთში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომელიც ემსახურება რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.