https://sputnik-georgia.com/20231127/azerbaijanis-saqartvelos-tavdacvis-ministrebma-ormxrivi-tanamsromlobis-gegmas-moaweres-xeli-284539019.html
აზერბაიჯან-საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი
აზერბაიჯან-საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური... 27.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-27T20:35+0400
2023-11-27T20:35+0400
2023-11-27T20:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
აზერბაიჯანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1b/284536191_128:226:911:666_1920x0_80_0_0_40f7682084be1b7bff6eeb9018c37319.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსა და მის ქართველ კოლეგას ჯუანშერ ბურჭულაძეს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, იტყობინება Sputnik-აზერბაიჯანი.შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და სამხედრო განათლების განვითარება, გაცვალეს აზრები ერთობლივი წვრთნების ინტენსივობის გაზრდის თაობაზე და ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები.როგორც სამხედრო უწყებების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, როგორც ბევრ სხვა სფეროში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სამხედრო სფეროშიც მყარდება და ვითარდება.საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ორმხრივი ვიზიტები და მსგავსი შეხვედრები სახელმწიფოებს შორის მაღალი დონის ურთიერთქმედების თვალსაჩინო მაგალითია. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, გაიმართა აზრთა დეტალური გაცვლა ერთობლივი წვრთნების ინტენსივობის გაზრდის შესახებ.შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ხელი მოეწერა ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობის 2024 წლის გეგმას.დღეს ბაქოში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მე-10 სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.ბოლოჯერ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები თურქეთში (ყარსი) მიმდინარე წლის თებერვალში შეხვდნენ, რა დროსაც მხარეებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომელიც ემსახურება რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1b/284536191_203:199:826:666_1920x0_80_0_0_a4c3b549089b1ee096ea71103ff0a2c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, აზერბაიჯანი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, აზერბაიჯანი
აზერბაიჯან-საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და სამხედრო განათლების განვითარება და ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები.
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსა და მის ქართველ კოლეგას ჯუანშერ ბურჭულაძეს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, იტყობინება Sputnik-აზერბაიჯანი.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და სამხედრო განათლების განვითარება, გაცვალეს აზრები ერთობლივი წვრთნების ინტენსივობის გაზრდის თაობაზე და ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები.
როგორც სამხედრო უწყებების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, როგორც ბევრ სხვა სფეროში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სამხედრო სფეროშიც მყარდება და ვითარდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ორმხრივი ვიზიტები და მსგავსი შეხვედრები სახელმწიფოებს შორის მაღალი დონის ურთიერთქმედების თვალსაჩინო მაგალითია. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, გაიმართა აზრთა დეტალური გაცვლა ერთობლივი წვრთნების ინტენსივობის გაზრდის შესახებ.
შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ხელი მოეწერა ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობის 2024 წლის გეგმას.
დღეს ბაქოში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მე-10 სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
ბოლოჯერ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები თურქეთში (ყარსი) მიმდინარე წლის თებერვალში შეხვდნენ, რა დროსაც მხარეებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომელიც ემსახურება რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.