https://sputnik-georgia.com/20231115/darchiashvili-baqosa-da-erevans-shoris-urtiertobebze-284235863.html
„მთავარი მიზანია რეგიონში მშვიდობა“ - დარჩიაშვილი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობებზე
„მთავარი მიზანია რეგიონში მშვიდობა“ - დარჩიაშვილი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობებზე
Sputnik საქართველო
ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით, საქართველო ორივე ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციით 15.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-15T14:42+0400
2023-11-15T14:42+0400
2023-11-15T14:42+0400
საქართველო
სომხეთი
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
აზერბაიჯანი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283505639_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_9586472ed2d6158112f23bc83391ea61.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარი მიზანია ორ მეგობარ ქვეყანასთან ერთად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „პირველი არხის" ეთერში.როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო საკმაოდ წარმატებით ახორციელებს ამ პროცესში მიუკერძოებელი მოთამაშის როლს.მისი თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ღიად დაიწყეს საუბარი მშვიდობის აუცილებლობაზე, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე და მათი რიტორიკა მთლიანად მშვიდობაზეა ფოკუსირებული.„ორ მეგობარ და მოძმე ერთან ერთად, ჩვენი მთავარი მიზანია, უზრუნველვყოთ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო ორივე ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციით.პაპუაშვილი: საქართველოს მთავარი მიზანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებაა>>>ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" 2021 წლის დეკემბერში გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.2023 წლის ოქტომბერში, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანის პრემიერი ალი ასადოვი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიაში პირისპირ პირველად საქართველოში შეხვდნენ - არაოფიციალურ გარემოში აუდიენცია პრემიერ-ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით გაიმართა.2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით". 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს. ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად.
საქართველო
სომხეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283505639_126:0:1766:1230_1920x0_80_0_0_0b99993a58942621d60a0ea7cfa00a70.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, კავკასია
საქართველო, სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, კავკასია
„მთავარი მიზანია რეგიონში მშვიდობა“ - დარჩიაშვილი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობებზე
ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით, საქართველო ორივე ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციით
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარი მიზანია ორ მეგობარ ქვეყანასთან ერთად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „პირველი არხის" ეთერში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო საკმაოდ წარმატებით ახორციელებს ამ პროცესში მიუკერძოებელი მოთამაშის როლს.
„საქართველო ყოველთვის, წლების განმავლობაში ცდილობდა შეესრულებინა ეს ბუნებრივი როლი ამ პროცესში, მაგრამ ეს იყო ძალიან რთული, კომპლექსური კონფლიქტი და სწორედ პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებული ძალისხმევის და ორი ქვეყნის ლიდერებთან მისი პირადი ურთიერთობების წყალობით ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგს ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო შეთანხმებების სახით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ღიად დაიწყეს საუბარი მშვიდობის აუცილებლობაზე, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე და მათი რიტორიკა მთლიანად მშვიდობაზეა ფოკუსირებული.
„ორ მეგობარ და მოძმე ერთან ერთად, ჩვენი მთავარი მიზანია, უზრუნველვყოთ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო ორივე ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციით.
ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" 2021 წლის დეკემბერში გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
2023 წლის ოქტომბერში, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანის პრემიერი ალი ასადოვი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიაში პირისპირ პირველად საქართველოში შეხვდნენ - არაოფიციალურ გარემოში აუდიენცია პრემიერ-ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით გაიმართა.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით". 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს.
ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად.