https://sputnik-georgia.com/20231027/papuasvili-saqartvelos-mtavari-mizani-somxetsa-da-azerbaijans-soris-msvidobis-damyarebaa-283738362.html
პაპუაშვილი: საქართველოს მთავარი მიზანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებაა
პაპუაშვილი: საქართველოს მთავარი მიზანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებაა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერს განსაკუთრებული, მჭიდრო ურთიერთობები აქვს სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებთან, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. 27.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-27T20:39+0400
2023-10-27T20:39+0400
2023-10-27T22:03+0400
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
პოლიტიკა
კავკასია
აზერბაიჯანი
სომხეთი
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
ახალი ამბები
საქართველო
აბრეშუმის გზა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/18/265457749_0:142:1600:1042_1920x0_80_0_0_9fa82aa5da9543be2414b58670b242f9.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავარი მიზანი და ამოცანა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარებაა, და მშვიდობიან შეთანხმებაზე ხელმოწერის კუთხით არსებობს პოზიტიური ძვრები, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში გუშინ საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. ასადოვი და ფაშინიანი საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც 26-27 ოქტომბერს ტარდება და რომელშიც 2 ათასამდე სტუმარი მონაწილეობს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან.როგორც მან აღნიშნა, საქართველო არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ ახლო წარსულშიც ყოველთვის იყო ადგილი და ქვეყანა, რომელიც ჩვენს მეგობრებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს შეხვედრის შესაძლებლობას აძლევდა საგნობრივი მსჯელობისთვის.რაც შეეხება საქართველოს როლს, პაპუაშვილის თქმით, აქ საქართველოს პრემიერს განსაკუთრებული, მჭიდრო ურთიერთობები აქვს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერებთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.ღარიბაშვილმა საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიუკერძოებელი შუამავალი უწოდა>>როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ როლმა უკვე შეიტანა დადებითი წვლილი, როდესაც 2021 წლის ივნისში საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა 15 სომეხი ტყვე, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა.ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" 2021 წლის დეკემბერში გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.თბილისის ფორუმზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა შუამავლის ფუნქციის შესასრულებლად.2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით". 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს.საქართველოს როლი მიმართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევისკენ - დეპუტატი>>ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად.
აზერბაიჯანი
სომხეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/18/265457749_100:150:1321:1066_1920x0_80_0_0_30fdd3789670aea8a810b07e6b576149.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკა, კავკასია, აზერბაიჯანი, სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ახალი ამბები, საქართველო, აბრეშუმის გზა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკა, კავკასია, აზერბაიჯანი, სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ახალი ამბები, საქართველო, აბრეშუმის გზა
პაპუაშვილი: საქართველოს მთავარი მიზანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებაა
20:39 27.10.2023 (განახლებულია: 22:03 27.10.2023) საქართველოს პრემიერს განსაკუთრებული, მჭიდრო ურთიერთობები აქვს სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებთან, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავარი მიზანი და ამოცანა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარებაა, და მშვიდობიან შეთანხმებაზე ხელმოწერის კუთხით არსებობს პოზიტიური ძვრები, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში გუშინ საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. ასადოვი და ფაშინიანი საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც 26-27 ოქტომბერს ტარდება და რომელშიც 2 ათასამდე სტუმარი მონაწილეობს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან.
„ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება. მიხარია, რომ ამ მხრივ პოზიტიური ძვრებია, რათა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს. იმედი მაქვს, რომ ეს რაც შეიძლება მალე განხორციელდება, რადგან ჩვენი რეგიონის საერთო ინტერესია, რეგიონი იყოს მშვიდობისა და უსაფრთხოების სივრცე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ ახლო წარსულშიც ყოველთვის იყო ადგილი და ქვეყანა, რომელიც ჩვენს მეგობრებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს შეხვედრის შესაძლებლობას აძლევდა საგნობრივი მსჯელობისთვის.
„ეს ყოველთვის სხვადასხვა ფორმატსა და დონეზე ხდებოდა. საქართველო თითქმის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მიმართაც ორივე ქვეყანას აბსოლუტური ნდობა აქვს, რადგან ჩვენ იმ კონფლიქტის პერიოდში, რომელიც ამ რეგიონში მიმდინარეობდა, სხვათა შორის, ყველა ხელისუფლებამ დავადასტურეთ, რომ ჩვენ ამ კონფლიქტის მიმართ სრულ ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს როლს, პაპუაშვილის თქმით, აქ საქართველოს პრემიერს განსაკუთრებული, მჭიდრო ურთიერთობები აქვს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერებთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ როლმა უკვე შეიტანა დადებითი წვლილი, როდესაც 2021 წლის ივნისში საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა 15 სომეხი ტყვე, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა.
„დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური როლის გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისთვის. საქართველო, როგორც ძირითადი დამაკავშირებელი რეგიონში, ამ პოზიციებს უფრო იმყარებს. 2000-მდე დელეგატის მონაწილეობით კონფერენციაც სწორედ იმას ადასტურებს, რომ საქართველო ბევრი მიმართულებით რეგიონული ცენტრი ხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" 2021 წლის დეკემბერში გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
თბილისის ფორუმზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა შუამავლის ფუნქციის შესასრულებლად.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით". 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს.
ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად.