https://sputnik-georgia.com/20231128/herchinski-saqartvelom-evrokomisias-samoqmedo-gegma-gadasca-284554093.html
ჰერჩინსკი: საქართველომ ევროკომისიას ახალი პირობების შესრულების სამოქმედო გეგმა გადასცა
ჰერჩინსკი: საქართველომ ევროკომისიას ახალი პირობების შესრულების სამოქმედო გეგმა გადასცა
Sputnik საქართველო
დოკუმენტში გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა განხორციელდეს რეკომენდაციების ფარგლებში, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები და აღსრულების ვადები. 28.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-28T15:04+0400
2023-11-28T15:04+0400
2023-11-28T15:04+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/01/283888547_0:116:1280:837_1920x0_80_0_0_de47d3b68bb42bf3db8d9b197f1c3d6c.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს - ევროკავშირის სტატუსის მისაღებად მთავრობის მიერ მომზადებული ევროკომისიის ახალი პირობების შესრულების სამოქმედო გეგმა უკვე გადაეცა ევროპულ კომისიას, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე დაამტკიცეს, რომელიც 27 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. დოკუმენტში გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა განხორციელდეს რეკომენდაციების ფარგლებში, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები და აღსრულების ვადები.როგორც ელჩმა აღნიშნა, 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა. ახლა მას ევროკავშირის 27 წევრი -ქვეყანა განიხილავს და 14-15 დეკემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას, დასძინა დიპლომატმა.„ძალიან მიხარია, რომ ეს გაცვლა ხდება იმისთვის, რომ დრო არ დავკარგოთ და დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიდის, რათა დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველომ შემდეგი ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად გადადგას და დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.ევროკომისიის პირობების შესრულების სამოქმედო გეგმა მზადაა - პრემიერის კომენტარი>>>როგორც მანამდე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა უფრო ადვილი იქნება, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებამ წინა 12 პირობიდან 80% უკვე შეასრულა.საქართველოს ხელისუფლებამ ასევე მზადყოფნა გამოთქვა, იმუშაოს ოპოზიციასთან ერთად ახალი პირობების შესასრულებლად და განახორციელოს დამატებითი რეფორმები.საქართველო და ევროკავშირისაქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/01/283888547_108:0:1280:879_1920x0_80_0_0_60c20a2746be9f2f5fffba48c917aa1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
ჰერჩინსკი: საქართველომ ევროკომისიას ახალი პირობების შესრულების სამოქმედო გეგმა გადასცა
დოკუმენტში გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა განხორციელდეს რეკომენდაციების ფარგლებში, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები და აღსრულების ვადები.
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს - ევროკავშირის სტატუსის მისაღებად მთავრობის მიერ მომზადებული ევროკომისიის ახალი პირობების შესრულების სამოქმედო გეგმა უკვე გადაეცა ევროპულ კომისიას, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე დაამტკიცეს, რომელიც 27 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. დოკუმენტში გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა განხორციელდეს რეკომენდაციების ფარგლებში, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები და აღსრულების ვადები.
„ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს. შემიძლია დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ გუშინ განიხილა და შეათანხმა, უკვე გადაეცა ევროკომისიას, რომელსაც ჩემი კოლეგები ყურადღებით დააკვირდებიან და მათ შესაბამისი გამოხმაურებაც ექნებათ", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა. ახლა მას ევროკავშირის 27 წევრი -ქვეყანა განიხილავს და 14-15 დეკემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას, დასძინა დიპლომატმა.
„ძალიან მიხარია, რომ ეს გაცვლა ხდება იმისთვის, რომ დრო არ დავკარგოთ და დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიდის, რათა დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველომ შემდეგი ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად გადადგას და დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
როგორც მანამდე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა უფრო ადვილი იქნება, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებამ წინა 12 პირობიდან 80% უკვე შეასრულა.
საქართველოს ხელისუფლებამ ასევე მზადყოფნა გამოთქვა, იმუშაოს ოპოზიციასთან ერთად ახალი პირობების შესასრულებლად და განახორციელოს დამატებითი რეფორმები.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.