https://sputnik-georgia.com/20231127/evrokomisiis-pirobebis-sesrulebis-samoqmedo-gegma-mzadaa-premieris-komentari-284529983.html
ევროკომისიის პირობების შესრულების სამოქმედო გეგმა მზადაა - პრემიერის კომენტარი
ევროკომისიის პირობების შესრულების სამოქმედო გეგმა მზადაა - პრემიერის კომენტარი
Sputnik საქართველო
საქართველო დეკემბრის შუა რიცხვებში ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას ელოდება. 27.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-27T16:41+0400
2023-11-27T16:41+0400
2023-11-27T16:41+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282967494_0:165:1600:1066_1920x0_80_0_0_f9fee1f12de5a127c327f44982f964ee.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის ახალი პირობების შესრულების ახალი გეგმა მოამზადა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და თვითონ პირადად კოლეგებს ახალ გეგმას უახლოეს პერიოდში გააცნობენ. ასევე სხდომაზე მთავრობა დაამტკიცებს გეგმის სრულ ტექსტს დეოლიგარქიზაციის შესახებ - „საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა", რაც ასევე ახალი პირობების შესრულების ნაწილია, აღნიშნა ღარიბაშვილმა. როგორც მანამდე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა უფრო ადვილი იქნება, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებამ წინა 12 პირობიდან 80% უკვე შეასრულა. კობახიძე: სამოქმედო გეგმა ოლიგარქების პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ წინ წაგვწევს>>საქართველოს ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ მზადაა, იმუშაოს ოპოზიციასთან ერთად ახალი პირობების შესასრულებლად და განახორციელოს დამატებითი რეფორმები. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ. საქართველო და ევროკავშირი საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს. საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიიღებს – ვოლსკი>>საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282967494_103:132:1348:1066_1920x0_80_0_0_bb86ca5021a15eb91afec0737a48377a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისიის პირობების შესრულების სამოქმედო გეგმა მზადაა - პრემიერის კომენტარი
საქართველო დეკემბრის შუა რიცხვებში ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას ელოდება.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის ახალი პირობების შესრულების ახალი გეგმა მოამზადა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„ე.წ. ცხრა ნაბიჯს, რომელიც მთავრობის მიერ უნდა გადაიდგას, ჩვენ დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ. წინასწარ უკვე შედგენილი გვაქვს მონახაზი. თითოეულ გადასადგმელ ნაბიჯზე და რეფორმაზე კონკრეტული ხედვა გვაქვს. გაწერილი გვექნება შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც. ჩვენ აქტიურად დავიწყებთ მუშაობას, პრინციპში, უკვე დაწყებული გვაქვს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და თვითონ პირადად კოლეგებს ახალ გეგმას უახლოეს პერიოდში გააცნობენ.
ასევე სხდომაზე მთავრობა დაამტკიცებს გეგმის სრულ ტექსტს დეოლიგარქიზაციის შესახებ - „საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა", რაც ასევე ახალი პირობების შესრულების ნაწილია, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
როგორც მანამდე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა უფრო ადვილი იქნება, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებამ წინა 12 პირობიდან 80% უკვე შეასრულა.
საქართველოს ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ მზადაა, იმუშაოს ოპოზიციასთან ერთად ახალი პირობების შესასრულებლად და განახორციელოს დამატებითი რეფორმები.
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.