https://sputnik-georgia.com/20231122/kobaxize-samoqmedo-gegma-oligarqebis-problemas-ver-gadawris-magram-win-wagvwevs-284423007.html
კობახიძე: სამოქმედო გეგმა ოლიგარქების პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ წინ წაგვწევს
კობახიძე: სამოქმედო გეგმა ოლიგარქების პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ წინ წაგვწევს
Sputnik საქართველო
დეოლიგარქიზაცია არის ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის 22.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-22T22:06+0400
2023-11-22T22:06+0400
2023-11-23T00:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390091_0:0:3505:1972_1920x0_80_0_0_8bbcd964b5f245a4d53736744428b24d.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ქვეყანას ამ მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მოუტანს, თუმცა ოლიგარქების პრობლემას ვერ გადაჭრის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.საქართველომ უნდა გააუმჯობესოს მიმდინარე სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციისადმი მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, აწარმოოს გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება.ოლიგარქების პრობლემის გადაჭრა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზეა შეუძლებელია, აღნიშნა მან.მისი თქმით, საბოლოო სამოქმედო გეგმა საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება და მასში მნიშვნელოვანი როლი პარტიების დაფინანსების საკითხს დაეთმობა.„რაც შეეხება კონკრეტულად პარტიების დაფინანსების თემას, ანუ იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვას და თანმდევ ცვლილებებს, ეს ყველაფერი არის ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში და სწორედ ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისი თქმით, ეს იქნება სისტემური მიდგომა ოლიგარქებთან ბრძოლის საკითხში.„ეს სისტემური მიდგომა გულისხმობს სხვადასხვა სფეროში კანონმდებლობის ცვლილებას, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის არის კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობა, სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა და ა.შ. ეს არის ე.წ. სისტემური მიდგომა, რომელიც შემოგვთავაზა ჯერ ვენეციის კომისიამ, შემდეგ კი ევროკომისიამ. ზუსტად ამ სისტემური მიდგომის მიხედვით გრძელდება მუშაობა და დამტკიცდება სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მთავრობამ დეოლიგარქიზაციის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიის და ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე 2023 წლის ოქტომბერში შეიმუშავა.დოკუმენტი მოიცავს ცვლილებათა პაკეტს, რომელთა იმპლემენტაცია სისტემურად უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობაში, სადაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების კონკრეტული ვადებია გაწერილი.ის ეხება შვიდ სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორისაა ანტიკორუფციული და ანტიმონოპოლური მიმართულება, ფულის გათეთრების და მედიის პლურალიზმის საკითხები, ასევე მართლმსაჯულების სფეროში გასატარებელი ღონისძიებები.დეპუტატი: პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის ურეიტინგო წარმომადგენელია >>ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებენ. ის პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მართვის პროცესში ივანიშვილის ჩარევას კატეგორიულად უარყოფს.მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.საქართველო და ევროკავშირიევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.როგორც ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა ბევრად მარტივი იქნება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შეასრულა წინა 12 მოთხოვნის 80% ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.საქართველოს ახალი მოთხოვნები წაუყენეს - ევროკომისიის ანგარიში >>საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღება.საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390091_718:0:3449:2048_1920x0_80_0_0_d24191d3f0fe08d90f7ae0f7ec233142.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
კობახიძე: სამოქმედო გეგმა ოლიგარქების პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ წინ წაგვწევს
22:06 22.11.2023 (განახლებულია: 00:26 23.11.2023) დეოლიგარქიზაცია არის ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ქვეყანას ამ მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მოუტანს, თუმცა ოლიგარქების პრობლემას ვერ გადაჭრის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველომ უნდა გააუმჯობესოს მიმდინარე სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციისადმი მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, აწარმოოს გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება.
„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სამოქმედო გეგმა პოლიტიკაში ოლიგარქების პრობლემას გადაჭრის. ჩვენ გვყავს თვითგამოცხადებული პოლიტიკოსები, ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი ალბათ გააგრძელებენ ამ საქმიანობას, თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იქნას მიღწეული ამ სამოქმედო გეგმის საფუძველზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ოლიგარქების პრობლემის გადაჭრა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზეა შეუძლებელია, აღნიშნა მან.
მისი თქმით, საბოლოო სამოქმედო გეგმა საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება და მასში მნიშვნელოვანი როლი პარტიების დაფინანსების საკითხს დაეთმობა.
„რაც შეეხება კონკრეტულად პარტიების დაფინანსების თემას, ანუ იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვას და თანმდევ ცვლილებებს, ეს ყველაფერი არის ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში და სწორედ ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ეს იქნება სისტემური მიდგომა ოლიგარქებთან ბრძოლის საკითხში.
„ეს სისტემური მიდგომა გულისხმობს სხვადასხვა სფეროში კანონმდებლობის ცვლილებას, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის არის კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობა, სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა და ა.შ. ეს არის ე.წ. სისტემური მიდგომა, რომელიც შემოგვთავაზა ჯერ ვენეციის კომისიამ, შემდეგ კი ევროკომისიამ. ზუსტად ამ სისტემური მიდგომის მიხედვით გრძელდება მუშაობა და დამტკიცდება სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობამ დეოლიგარქიზაციის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიის და ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე 2023 წლის ოქტომბერში შეიმუშავა.
დოკუმენტი მოიცავს ცვლილებათა პაკეტს, რომელთა იმპლემენტაცია სისტემურად უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობაში, სადაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების კონკრეტული ვადებია გაწერილი.
ის ეხება შვიდ სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორისაა ანტიკორუფციული და ანტიმონოპოლური მიმართულება, ფულის გათეთრების და მედიის პლურალიზმის საკითხები, ასევე მართლმსაჯულების სფეროში გასატარებელი ღონისძიებები.
ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებენ. ის პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მართვის პროცესში ივანიშვილის ჩარევას კატეგორიულად უარყოფს.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
საქართველო და ევროკავშირი
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
როგორც ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა ბევრად მარტივი იქნება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შეასრულა წინა 12 მოთხოვნის 80% ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღება.
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.