https://sputnik-georgia.com/20231117/deputati-prezidenti-radikaluri-opoziciis-ureitingo-warmomadgenelia-284300997.html
დეპუტატი: პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის ურეიტინგო წარმომადგენელია
დეპუტატი: პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის ურეიტინგო წარმომადგენელია
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ექს-პრემიერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, „რადიკალური ოპოზიციის“ მსგავსად, ოლიგარქი უწოდა. 17.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-17T16:21+0400
2023-11-17T16:21+0400
2023-11-17T16:21+0400
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282856313_135:384:1878:1364_1920x0_80_0_0_05e8de9ffe839d3b2f0c781cbada13d4.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არაფრით განსხვავდება „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენლების განცხადებებისგან და უკვე ფაქტია, რომ ის მისი ერთ-ერთი რიგითი და ურეიტინგო წარმომადგენელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა. ზურაბიშვილმა ფრანგული გაზეთი Le Monde-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მმართველი პარტიის დამფუძნებელი, საქართველოს ექს-პრემიერი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პირველად ახსენა, როგორც ოლიგარქი. „დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის“, განაცხადა ზურაბიშვილმა. ოპოზიციის ნაწილი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ივანიშვილი საქართველოში ერთადერთი ოლიგარქია. „ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის" და სხვ. იონათამიშვილის შეფასებით, ზურაბიშვილის განცხადებებს იგივე ფასი, აქვს, რაც დეპუტატების სალომე სამადაშვილის („ლელო“) ან პაატა მანჯგალაძის („სტრატეგია აღმაშენებელი“) განცხადებებს. იონათამიშვილის თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები მისი მხრიდან თვითაქტივაციის მცდელობაა. ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებენ. ის პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მართვის პროცესში ივანიშვილის ჩარევას კატეგორიულად უარყოფს. მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა. ამავე დროს, ევროკომისიამ საქართველოს ცხრა ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია. „რადიკალური ოპოზიცია" სახელმწიფოს აზარალებს – კობახიძე>> საქართველომ უნდა გააუმჯობესოს მიმდინარე სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციისადმი მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, აწარმოოს გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება. დეოლიგარქიზაციის მისაღწევად სამოქმედო გეგმა შემუშავდა ვენეციის კომისიის და ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე 2023 წლის ოქტომბერში. დოკუმენტი მოიცავს ცვლილებათა პაკეტს, რომელთა იმპლემენტაცია სისტემურად უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობაში, სადაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების კონკრეტული ვადებია გაწერილი. ის ეხება შვიდ სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორისაა ანტიკორუფციული და ანტიმონოპოლური მიმართულება, ფულის გათეთრების და მედიის პლურალიზმის საკითხები, ასევე მართლმსაჯულების სფეროში გასატარებელი ღონისძიებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282856313_316:373:1638:1364_1920x0_80_0_0_24861308f901ecfd27a03edae71620f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია
დეპუტატი: პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის ურეიტინგო წარმომადგენელია
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ექს-პრემიერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, „რადიკალური ოპოზიციის“ მსგავსად, ოლიგარქი უწოდა.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არაფრით განსხვავდება „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენლების განცხადებებისგან და უკვე ფაქტია, რომ ის მისი ერთ-ერთი რიგითი და ურეიტინგო წარმომადგენელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
ზურაბიშვილმა ფრანგული გაზეთი Le Monde-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მმართველი პარტიის დამფუძნებელი, საქართველოს ექს-პრემიერი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პირველად ახსენა, როგორც ოლიგარქი. „დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის“, განაცხადა ზურაბიშვილმა. ოპოზიციის ნაწილი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ივანიშვილი საქართველოში ერთადერთი ოლიგარქია.
„ასეთი მცდელობები რადიკალური ოპოზიციის მხრიდანაც არაერთხელ გვინახავს და საბოლოოდ როგორ მთავრდება, ესეც კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ. შესაბამისად, უკვე ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი და ურეიტინგო წარმომადგენელი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის" და სხვ.
იონათამიშვილის შეფასებით, ზურაბიშვილის განცხადებებს იგივე ფასი, აქვს, რაც დეპუტატების სალომე სამადაშვილის („ლელო“) ან პაატა მანჯგალაძის („სტრატეგია აღმაშენებელი“) განცხადებებს.
„მათ განცხადებებს შორის ფაქტობრივად, სხვაობა არ არსებობს“, - აღნიშნა დეპუტატმა.
იონათამიშვილის თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები მისი მხრიდან თვითაქტივაციის მცდელობაა.
ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებენ. ის პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მართვის პროცესში ივანიშვილის ჩარევას კატეგორიულად უარყოფს.
მმართველ პარტიაში, პირიქით, ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა. ამავე დროს, ევროკომისიამ საქართველოს ცხრა ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია.
საქართველომ უნდა გააუმჯობესოს მიმდინარე სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციისადმი მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, აწარმოოს გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება.
დეოლიგარქიზაციის მისაღწევად სამოქმედო გეგმა შემუშავდა ვენეციის კომისიის და ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე 2023 წლის ოქტომბერში.
დოკუმენტი მოიცავს ცვლილებათა პაკეტს, რომელთა იმპლემენტაცია სისტემურად უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობაში, სადაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების კონკრეტული ვადებია გაწერილი.
ის ეხება შვიდ სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორისაა ანტიკორუფციული და ანტიმონოპოლური მიმართულება, ფულის გათეთრების და მედიის პლურალიზმის საკითხები, ასევე მართლმსაჯულების სფეროში გასატარებელი ღონისძიებები.