„რადიკალური ოპოზიცია" სახელმწიფოს აზარალებს – კობახიძე

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2023
გამოწერა
ხაზარაძის განცხადება ზოგიერთმა ოპოზიციონერმაც გააკრიტიკა.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადება სანქციებზე ადასტურებს „რადიკალური ოპოზიციის“ დაინტერესებას, რომ სახელმწიფო დააზიანოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
„ქართულ ოცნებაში“ რადიკალურ ოპოზიციას უწოდებენ მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს, მათ შორის, პარტია „ლელოს“. ხაზარაძემ აშშ–ში ვიზიტის შემდეგ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ უნდა, ვინმე სანქციების ქვეშ მოხვდეს, მაგრამ, ამასთან, დასძინა, რომ, როდესაც საუბარია საქართველოზე და მის ეროვნულ ინტერესებზე, „ყველა მეთოდი მისასალმებელია“.
„ხაზარაძის განცხადებიდან ჩანს, რომ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია გადართულია სახელმწიფოს დაზიანებაზე, მეტი ინტერესი არ აქვთ, ამის გაგრძელებაა მისი ეს განცხადება, რომელიც უკავშირდება ხელისუფლების წარმომადგენლების, თუ სხვა პირების დასანქცირებას. სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმ ფონზე, როდესაც ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა მიიღოს, ზოგიერთი ადამიანის საუბრები სანქციები ერთ მიზანს ემსახურება – დააზიანოს სახელმწიფო.
ხაზარაძის განცხადება ასევე გააკრიტიკა ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა.
პაპუაშვილი: ევროინტეგრაცია არ მოიაზრებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას>>
მისი თქმით, ძალზე უცნაური განცხადებაა, რადგან არც ხაზარაძის და არც ლილუაშვილის გადასაწყვეტი არაა, ვის წინააღმდეგ უნდა დაწესდეს სანქციები. ყოველი ასეთი შემთხვევა ქვეყნის რეპუტაციას უკიდურესად აზარალებს, აღნიშნა ლილუაშვილმა.
აშშ–ის სანქციები და საქართველო
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
აშშ-ის სანქციები ფარცხალაძის მიმართ: გამოძიება პროკურატურის მეთვალყურეობით მიმდინარეობს>>
ფარცხალაძემ აღნიშნული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ისინი უსაფუძვლოა, და ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა აშშ-ის მიერ დაწესებული ამ სანქციების უსაფუძვლობა დაამტკიცოს.
მანამდე, 2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0