https://sputnik-georgia.com/20231127/saqartvelos-2024-wlis-biujetis-prioriteti-infrastruqtura-iqneba-premier-ministri-284537960.html
საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა იქნება - პრემიერ-მინისტრი
საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა იქნება - პრემიერ-მინისტრი
Sputnik საქართველო
საქართველოსთვის ინფრასტრუქტურის განვითარებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ირგებს ალტერნატიული მარშრუტის როლს ევროპასა და აზიას... 27.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-27T19:49+0400
2023-11-27T19:49+0400
2023-11-27T19:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0d/284181341_612:245:1280:621_1920x0_80_0_0_42048a527d2c55aed9cfd3d457b5cd29.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულება ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება, რაზეც ჯამში დაახლოებით 6,7 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა დაასრულა და დასამტკიცებლად ქვეყნის პარლამენტს 1 დეკემბერს წარუდგენს.მისი თქმით, ასეთი თანხა აუცილებელია ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების დროული, ეფექტური და აქტიური გადაწყვეტისთვის.საქართველოსთვის ინფრასტრუქტურის განვითარებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ირგებს ალტერნატიული მარშრუტის როლს ევროპასა და აზიას შორის.პრემიერი: საქართველო მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაიქმნება >>საქართველოს ხელისუფლება მუშაობს მგზავრობის დროის შესამცირებლად ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, რომელთა შორის პრიორიტეტული პროექტებია აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, ალტერნატიული და გვირაბების მხრივ მეტად უსაფრთხო გზის დასრულება რუსეთის მიმართულებით და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც ქვეყანას დიდი ტევადობის გემების მიღების საშუალებას მისცემს.მთავრობისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ტურიზმი, რომელიც ასევე დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის განვითარებასთან და ამ მიმართულებით ხელისუფლება აპირებს განავითაროს ავტოსადგურები, კეთილმოაწყოს კურორტები და ქალაქები და შექმნას ახალი ლოკაციები საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0d/284181341_620:236:1280:731_1920x0_80_0_0_46866eadb3be80fc51c4dbd506463761.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა
საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა იქნება - პრემიერ-მინისტრი
საქართველოსთვის ინფრასტრუქტურის განვითარებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ირგებს ალტერნატიული მარშრუტის როლს ევროპასა და აზიას შორის.
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულება ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება, რაზეც ჯამში დაახლოებით 6,7 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა დაასრულა და დასამტკიცებლად ქვეყნის პარლამენტს 1 დეკემბერს წარუდგენს.
„ჯამში თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე მთლიანად. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ირაკლი ქარსელაძის (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის) სამინისტროს ბიუჯეტი და ყველა სამინისტროს ჩადებული აქვს ეს ხარჯები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ასეთი თანხა აუცილებელია ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების დროული, ეფექტური და აქტიური გადაწყვეტისთვის.
საქართველოსთვის ინფრასტრუქტურის განვითარებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ირგებს ალტერნატიული მარშრუტის როლს ევროპასა და აზიას შორის.
საქართველოს ხელისუფლება მუშაობს მგზავრობის დროის შესამცირებლად ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, რომელთა შორის პრიორიტეტული პროექტებია აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, ალტერნატიული და გვირაბების მხრივ მეტად უსაფრთხო გზის დასრულება რუსეთის მიმართულებით და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც ქვეყანას დიდი ტევადობის გემების მიღების საშუალებას მისცემს.
მთავრობისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ტურიზმი, რომელიც ასევე დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის განვითარებასთან და ამ მიმართულებით ხელისუფლება აპირებს განავითაროს ავტოსადგურები, კეთილმოაწყოს კურორტები და ქალაქები და შექმნას ახალი ლოკაციები საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად.