https://sputnik-georgia.com/20231127/ilia-darciasvilma-opozicias-mimarta-284543347.html
ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციას მიმართა
ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციას მიმართა
Sputnik საქართველო
მინისტრმა მოუწოდა ოპოზიციას ჩაერთოს სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რათა ერთობლივი ძალებით მოხდეს რეკომენდაციების შესრულება 27.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-27T23:53+0400
2023-11-27T23:53+0400
2023-11-28T01:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/279001444_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_bf78fcc8372fb75dabb1d691d5fc1492.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მოუწოდა მთავრობის ოპონენტებს მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებაში, სახელმწიფო პოზიციები ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დააყენონ და ერთობლივად იმუშაონ ევროკომისიის პირობების შესასრულებლად.ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით მაქსიმალური პროგრესი უნდა აჩვენოს.„ეს კომპლექსური პროცესია, ამიტომ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის, ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ჩქარობს, რათა ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ამიტომ აუცილებელია მაქსიმალურად განხორციელდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც დღის წესრიგის ნაწილს წარმოადგენს.ევროკომისიის პირობების შესრულების სამოქმედო გეგმა მზადაა - პრემიერის კომენტარი >>გარდა ამისა, ილია დარჩიაშვილის თქმით, მთავრობის მთავარი გზავნილი იყო, არის და იქნება ის, რომ საქართველომ ყოველ მომდევნო არჩევნებზე სულ უფრო და უფრო კარგი შედეგები აჩვენოს.ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიანიჭოს - დარჩიაშვილი >>მინისტრმა ასევე მოუწოდა ოპოზიციას ჩაერთოს სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რათა ერთობლივი ძალებით მოხდეს რეკომენდაციების იმპლემენტაცია.„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ვენეციის კომისიასთან და ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან იმისთვის, რომ ყველა ის რეფორმა, ამ მხრივ განვახორციელეთ და რევოლუციური ნაბიჯები გადაიდგა, ასე ვიტყოდი. ახალი საარჩევნო კოდექსი და მის გარშემო მიღებული ყველა გადაწყვეტილება - დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ერთ-ერთი გამჭვირვალე, ტრანსპარანტული და მაღალი დონის არჩევნები იქნება, რომლისთვის საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს როგორც პრაქტიკულად, ისე საკანონმდებლო დონეზე“, - განაცხადა მინისტრმა.საქართველო და ევროკავშირისაქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიიღებს – ვოლსკი>>საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/279001444_91:0:2822:2048_1920x0_80_0_0_a2548df77e3d4d4c78a9daf4b0bb0b48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციას მიმართა
23:53 27.11.2023 (განახლებულია: 01:04 28.11.2023) მინისტრმა მოუწოდა ოპოზიციას ჩაერთოს სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რათა ერთობლივი ძალებით მოხდეს რეკომენდაციების შესრულება
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მოუწოდა მთავრობის ოპონენტებს მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებაში, სახელმწიფო პოზიციები ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დააყენონ და ერთობლივად იმუშაონ ევროკომისიის პირობების შესასრულებლად.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„მოვუწოდებ მათ, დაიკავონ სახელმწიფოებრივი პოზიციები ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზემოთ დადგნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მშენებლობაში, ეს სჭირდება ამ ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს მომავალ თაობას. მათ აქვთ საშუალება, შემოვიდნენ დისკუსიებში, მიიღონ განხილვებში მონაწილეობა. ჩვენ ამ სივრცეს ვთავაზობთ მათ იმისთვის, რომ საქართველომ რეფორმები წარმატებით განახორციელოს. მე მჯერა ჩვენი ეს მოწოდება კონკრეტული ჯგუფებისთვის იქნება გასაგები და ისინი თავის წინ პასუხისმგებლობას აიღებენ“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით მაქსიმალური პროგრესი უნდა აჩვენოს.
„ეს კომპლექსური პროცესია, ამიტომ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის, ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ჩქარობს, რათა ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ამიტომ აუცილებელია მაქსიმალურად განხორციელდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც დღის წესრიგის ნაწილს წარმოადგენს.
გარდა ამისა, ილია დარჩიაშვილის თქმით, მთავრობის მთავარი გზავნილი იყო, არის და იქნება ის, რომ საქართველომ ყოველ მომდევნო არჩევნებზე სულ უფრო და უფრო კარგი შედეგები აჩვენოს.
მინისტრმა ასევე მოუწოდა ოპოზიციას ჩაერთოს სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რათა ერთობლივი ძალებით მოხდეს რეკომენდაციების იმპლემენტაცია.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ვენეციის კომისიასთან და ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან იმისთვის, რომ ყველა ის რეფორმა, ამ მხრივ განვახორციელეთ და რევოლუციური ნაბიჯები გადაიდგა, ასე ვიტყოდი. ახალი საარჩევნო კოდექსი და მის გარშემო მიღებული ყველა გადაწყვეტილება - დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ერთ-ერთი გამჭვირვალე, ტრანსპარანტული და მაღალი დონის არჩევნები იქნება, რომლისთვის საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს როგორც პრაქტიკულად, ისე საკანონმდებლო დონეზე“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.