ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიანიჭოს - დარჩიაშვილი

© Ministry of Foreign Affairs of Georgiaილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2023
გამოწერა
თბილისი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობს, აღნიშნა დიპლომატმა.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ევროპულმა საბჭომ 15 დეკემბერს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.

„უკვე 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და საქართველოს კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად გაფორმდეს", - განაცხადა დარჩიაშვილმა „პირველი არხის" ეთერში.

მინისტრის თქმით, ევროკომისიის დადებითი დასკვნის შემდეგ მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან აქტიურად განაგრძობს შეხვედრებს.
„მას შემდეგ, რაც კომისიამ მიიღო დადებითი დასკვნა, ერთი მხრივ, ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ დინამიკურ ურთიერთობებს ორმხრივ ფორმატში - საქართველო-ევროკავშირი, პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა გარანტირებულად გვქონდეს ძლიერად მობილიზებული პარტნიორების ხმა", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი: შალვა პაპუაშვილმა მითები დაამსხვრია>>
მისი განცხადებით, თბილისი დარწმუნებულია, რომ ევროპული საბჭო ერთადერთ გეოპოლიტიკურად გამართლებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღება.
ამ დროისთვის ბლოკში გაწევრიანების მსურველი ათი ქვეყანაა: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
ღარიბაშვილი: არ მეგულება ევროპაში ქვეყანა, რომელიც საქართველოს სტატუსზე უარს ეტყვის>>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0