https://sputnik-georgia.com/20231125/skolebsi-bufetebis-funqcionirebis-minimaluri-motxovnebi-damtkicda-284495352.html
სკოლებში ბუფეტების ფუნქციონირებისთვის მინიმალური მოთხოვნები დამტკიცდა
სკოლებში ბუფეტების ფუნქციონირებისთვის მინიმალური მოთხოვნები დამტკიცდა
Sputnik საქართველო
ოქტომბერში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ერთ-ერთი სოფლის სკოლაში არსებულ ბუფეტში ნამცხვარ „დონატში" ობის სოკოების გადაჭარბებული... 25.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-25T12:10+0400
2023-11-25T12:10+0400
2023-11-25T12:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22997/36/229973629_0:157:3083:1891_1920x0_80_0_0_d79ffbff080a60d5ebde59ebe75a0f70.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა. ინფორმაცია ამის შესახებ განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებული ორგანიზებისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით.უწყების ცნობით, დოკუმენტში ასახულია სკოლის კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების რეკომენდაციები – აკრძალული მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა.პრობლემები და გამოწვევები სკოლებში - განათლების მინისტრი მშობლებს შეხვდა >>როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.მათივე ინფორმაციით, სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.მშობლები სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვას ითხოვენ - შეიქმნა პეტიცია >>ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ შექმნა პეტიცია სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამის დანერგვისა და სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტების, მათ შორის საეჭვო ხარისხის გაზიანი სასმელებისა და ტკბილეულის გაყიდვის შეწყვეტის შესახებ.ეს თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ოქტომბერში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ერთ-ერთი სოფლის სკოლაში არსებულ ბუფეტში ნამცხვარ „დონატში" ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოავლინეს. უფრო მეტიც, ეს ნამცხვარი ქვეყნის მასშტაბით ბევრ საჯარო სკოლის ბუფეტში იყიდება.მანამდე განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ სკოლებში კვებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მხოლოდ სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22997/36/229973629_176:0:2907:2048_1920x0_80_0_0_e65be0c430b0b57b3ceb64e2a0b20618.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში
სკოლებში ბუფეტების ფუნქციონირებისთვის მინიმალური მოთხოვნები დამტკიცდა
ოქტომბერში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ერთ-ერთი სოფლის სკოლაში არსებულ ბუფეტში ნამცხვარ „დონატში" ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოავლინეს.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა. ინფორმაცია ამის შესახებ განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებული ორგანიზებისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით.
უწყების ცნობით, დოკუმენტში ასახულია სკოლის კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების რეკომენდაციები – აკრძალული მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა.
როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.
მათივე ინფორმაციით, სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.
ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ შექმნა პეტიცია სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამის დანერგვისა და სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტების, მათ შორის საეჭვო ხარისხის გაზიანი სასმელებისა და ტკბილეულის გაყიდვის შეწყვეტის შესახებ.
ეს თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ოქტომბერში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ერთ-ერთი სოფლის სკოლაში არსებულ ბუფეტში ნამცხვარ „დონატში" ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოავლინეს. უფრო მეტიც, ეს ნამცხვარი ქვეყნის მასშტაბით ბევრ საჯარო სკოლის ბუფეტში იყიდება.
მანამდე განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ სკოლებში კვებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მხოლოდ სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ იქნება შესაძლებელი.