https://sputnik-georgia.com/20231024/msoblebi-skolebsi-jansari-kvebis-danergvas-itxoven-seiqmna-peticia-283619919.html
მშობლები სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვას ითხოვენ - შეიქმნა პეტიცია
მშობლები სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვას ითხოვენ - შეიქმნა პეტიცია
Sputnik საქართველო
პეტიციას უკვე 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი 24.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-24T22:35+0400
2023-10-24T22:35+0400
2023-10-24T22:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264581786_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_693ddf4079b7ee4f1bf84463b4607626.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ შექმნა პეტიცია სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამის დანერგვისა და სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტების, მათ შორის საეჭვო ხარისხის გაზიანი სასმელებისა და ტკბილეულის გაყიდვის შეწყვეტის შესახებ.ეს თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გასულ კვირას საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ერთ-ერთი სოფლის სკოლაში არსებულ ბუფეტში ნამცხვარ „დონატში" ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოავლინეს. უფრო მეტიც, ეს ნამცხვარი ქვეყნის მასშტაბით ბევრ საჯარო სკოლის ბუფეტში იყიდება.პეტიციის ავტორების ინფორმაციით, დღეისათვის გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვებას. ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა შვილს სახლიდან გაატანოს საკვები, რაც ზრდის ბავშვებს შორის უთანასწორობას.„ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, ეს იმის ხარჯზე, რომ სკოლის სივრცე ნაქირავები აქვს კერძო პირს და ბუფეტის ნაცვლად იქ გახსნილი აქვს მაღაზია, სადაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობს“, - ნათქვამია პეტიციაში.განათლების სამინისტრომ დაჩქარებული წესით უნდა დანერგოს ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა. მუშაობის პროცესი გახდეს გამჭვირვალე და გასაჯაროვდეს, რაის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო ამ მიმართულებით, აღნიშნავენ ავტორები.პეტიციაზე საჭირო 10 ათასი ხელმოწერა შეგროვდა და ის გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახალხო დამცველს.„დონატში" ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა: მოწამლულია 9 ბავშვი>>მანამდე განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ სკოლებში კვებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მხოლოდ სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264581786_225:0:2954:2047_1920x0_80_0_0_45085995b6d9d72a55b472615aa8d175.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , სოციალური სფერო საქართველოში
მშობლები სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვას ითხოვენ - შეიქმნა პეტიცია
პეტიციას უკვე 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ შექმნა პეტიცია სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამის დანერგვისა და სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტების, მათ შორის საეჭვო ხარისხის გაზიანი სასმელებისა და ტკბილეულის გაყიდვის შეწყვეტის შესახებ.
ეს თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გასულ კვირას საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ერთ-ერთი სოფლის სკოლაში არსებულ ბუფეტში ნამცხვარ „დონატში" ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოავლინეს. უფრო მეტიც, ეს ნამცხვარი ქვეყნის მასშტაბით ბევრ საჯარო სკოლის ბუფეტში იყიდება.
„წინამდებარე პეტიციაზე ხელისმომწერნი მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ შეწყდეს სკოლის ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებით ვაჭრობა და სახელმწიფომ დააფინანსოს სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამა“, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
პეტიციის ავტორების ინფორმაციით, დღეისათვის გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვებას. ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა შვილს სახლიდან გაატანოს საკვები, რაც ზრდის ბავშვებს შორის უთანასწორობას.
„ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, ეს იმის ხარჯზე, რომ სკოლის სივრცე ნაქირავები აქვს კერძო პირს და ბუფეტის ნაცვლად იქ გახსნილი აქვს მაღაზია, სადაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობს“, - ნათქვამია პეტიციაში.
განათლების სამინისტრომ დაჩქარებული წესით უნდა დანერგოს ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა. მუშაობის პროცესი გახდეს გამჭვირვალე და გასაჯაროვდეს, რაის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო ამ მიმართულებით, აღნიშნავენ ავტორები.
პეტიციაზე საჭირო 10 ათასი ხელმოწერა შეგროვდა და ის გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახალხო დამცველს.
მანამდე განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ სკოლებში კვებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მხოლოდ სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ იქნება შესაძლებელი.