https://sputnik-georgia.com/20231018/donatsi-obis-sokoebis-gadawarbebuli-raodenoba-gamovlinda-mowamlulia-9-bavsvi-283402856.html
„დონატში" ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა: მოწამლულია 9 ბავშვი
„დონატში" ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა: მოწამლულია 9 ბავშვი
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს აღნიშნული სურსათის მოკვლევისა და ამოღების მიზნით. 18.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-18T15:28+0400
2023-10-18T15:28+0400
2023-10-18T20:03+0400
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
იმერეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/12/283401188_0:176:720:581_1920x0_80_0_0_4c3ab052f1ee03c755bcd781a1fe3fd2.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ნამცხვარ „დონატში" ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, სააგენტომ მიიღო შეტყობინება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის ცხრა მოზარდის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს სავანის სკოლის ბუფეტში, ამოიღეს და დალუქეს სამი ყუთი ნამცხვარი „დონატი". აღნიშნული სურსათის ნიმუშები მიკრობიოლოგიური კვლევის მიზნით აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა. სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნეს-ოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რადგან, მისი განმარტებით, მან „დონატები" არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში შეიძინა. სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს აღნიშნული სურსათის მოკვლევისა და ამოღების მიზნით.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/12/283401188_0:108:720:648_1920x0_80_0_0_7dbbc571eb0fe900e35f6831b0a670be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, იმერეთი
სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, იმერეთი
„დონატში" ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა: მოწამლულია 9 ბავშვი
15:28 18.10.2023 (განახლებულია: 20:03 18.10.2023) სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს აღნიშნული სურსათის მოკვლევისა და ამოღების მიზნით.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ნამცხვარ „დონატში" ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სააგენტომ მიიღო შეტყობინება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის ცხრა მოზარდის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს სავანის სკოლის ბუფეტში, ამოიღეს და დალუქეს სამი ყუთი ნამცხვარი „დონატი". აღნიშნული სურსათის ნიმუშები მიკრობიოლოგიური კვლევის მიზნით აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა.
„კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკროორგანიზმების – ობის სოკოების ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს (დადგენილი ნორმა – 100 კწე/გ-ში, კვლევის შედეგი – 2000 კწე/გ-ში)", – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს
ინფორმაციით, ბიზნეს-ოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რადგან, მისი განმარტებით, მან „დონატები" არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში შეიძინა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს აღნიშნული სურსათის მოკვლევისა და ამოღების მიზნით.