https://sputnik-georgia.com/20231125/saqartvelosi-eleqtronuli-receptebit-fsiqotropuli-sasualebebis-realizacia-gamkacrda-284506183.html
საქართველოში ელექტრონული რეცეპტით ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია გამკაცრდა
საქართველოში ელექტრონული რეცეპტით ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია გამკაცრდა
Sputnik საქართველო
ამიერიდან ფსიქოტროპული პრეპარატის შეძენა მხოლოდ პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია 25.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-25T20:46+0400
2023-11-25T20:46+0400
2023-11-26T01:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364428_0:0:3614:2034_1920x0_80_0_0_2a71659b7e97ec8314630b02ad6f04bf.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს აფთიაქებში ფსიქოტროპული პრეპარატის შეძენა ელექტრონული რეცეპტით მხოლოდ პაციენტის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში.ახალი წესების მიხედვით, ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში რეცეპტში მითითებული პაციენტის სახელი და გვარი უნდა ემთხვეოდეს წამლის შემძენის ვინაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფთიაქმა მედიკამენტის გაყიდვაზე შეიძლება უარი თქვას.საქართველოში წამლის ურეცეპტოდ გაყიდვის ასობით ფაქტი დაფიქსირდა >>თუ პრეპარატს იძენს მესამე პირი, მაშინ ის უნდა იყოს პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი ან მასზე უნდა იყოს გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.აფთიაქში წარდგენილი ყველა დოკუმენტი დასკანირდება და სამი წლის განმავლობაში შეინახება.ასეთი წესები ვრცელდება პირველი კატეგორიის ფსიქოტროპულ საშუალებებზე, რომელთა მიმოქცევას მკაცრად აკონტროლებს სახელმწიფო და ასეთი პრეპარატების შეძენა მხოლოდ სპეციალიზებულ აფთიაქებშია შესაძლებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364428_883:0:3614:2048_1920x0_80_0_0_fc0893d6cf70438916992d0309208ae4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოში ელექტრონული რეცეპტით ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია გამკაცრდა
20:46 25.11.2023 (განახლებულია: 01:35 26.11.2023) ამიერიდან ფსიქოტროპული პრეპარატის შეძენა მხოლოდ პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს აფთიაქებში ფსიქოტროპული პრეპარატის შეძენა ელექტრონული რეცეპტით მხოლოდ პაციენტის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში.
ახალი წესების მიხედვით, ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში რეცეპტში მითითებული პაციენტის სახელი და გვარი უნდა ემთხვეოდეს წამლის შემძენის ვინაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფთიაქმა მედიკამენტის გაყიდვაზე შეიძლება უარი თქვას.
თუ პრეპარატს იძენს მესამე პირი, მაშინ ის უნდა იყოს პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი ან მასზე უნდა იყოს გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.
აფთიაქში წარდგენილი ყველა დოკუმენტი დასკანირდება და სამი წლის განმავლობაში შეინახება.
ასეთი წესები ვრცელდება პირველი კატეგორიის ფსიქოტროპულ საშუალებებზე, რომელთა მიმოქცევას მკაცრად აკონტროლებს სახელმწიფო და ასეთი პრეპარატების შეძენა მხოლოდ სპეციალიზებულ აფთიაქებშია შესაძლებელი.