https://sputnik-georgia.com/20220919/saqartvelosi-wamlis-ureceptod-gayidvis-asobit-faqti-dafiqsirda-270572294.html
საქართველოში წამლის ურეცეპტოდ გაყიდვის ასობით ფაქტი დაფიქსირდა
საქართველოში წამლის ურეცეპტოდ გაყიდვის ასობით ფაქტი დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
რეცეპტის გარეშე გაიცემა მხოლოდ III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებსაც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედება ახასიათებთ. 19.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-19T20:40+0400
2022-09-19T20:40+0400
2023-08-17T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252450819_0:96:1921:1176_1920x0_80_0_0_a8911d878d9656530802158b7518f8c5.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს აფთიაქებში ელექტრონული რეცეპტის გარეშე მე-2 ჯგუფის წამლების გაცემის 939 ფაქტი გამოავლინა, აქედან 49 შემთხვევაში ფაქტი განმეორებით დაფიქსირდა. ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზში.სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ აღნიშნული სამართალდარღვევა როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში დააფიქსირა. გამოვლენილ დარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა და სასამართლოს გადაეგზავნა.მეორე ჯგუფში შედის ანტიბიოტიკები, ჰორმონალური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები და სხვა პრეპარატები, ანუ ისინი, რომელთა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.1 მარტიდან მეორე ჯგუფის მედიკამენტებზე რეცეპტები მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მათი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება.მოქმედი კანონმდებლობით, რეცეპტის გარეშე გაიცემა მხოლოდ III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებსაც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედება ახასიათებთ. მსგავსი ტიპის პრეპარატებია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების დროს გამოსაყენებელი, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებები და სხვ.გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების სია იხილეთ ბმულზე.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252450819_112:0:1807:1271_1920x0_80_0_0_fba2a0c6dd02b92b306fa7782a7f6837.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ექიმის რჩევები
საქართველოში წამლის ურეცეპტოდ გაყიდვის ასობით ფაქტი დაფიქსირდა
20:40 19.09.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) რეცეპტის გარეშე გაიცემა მხოლოდ III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებსაც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედება ახასიათებთ.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს აფთიაქებში ელექტრონული რეცეპტის გარეშე მე-2 ჯგუფის წამლების გაცემის 939 ფაქტი გამოავლინა, აქედან 49 შემთხვევაში ფაქტი განმეორებით დაფიქსირდა. ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზში.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ აღნიშნული სამართალდარღვევა როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში დააფიქსირა. გამოვლენილ დარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა და სასამართლოს გადაეგზავნა.
მეორე ჯგუფში შედის ანტიბიოტიკები, ჰორმონალური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები და სხვა პრეპარატები, ანუ ისინი, რომელთა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.
1 მარტიდან მეორე ჯგუფის მედიკამენტებზე რეცეპტები მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მათი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება.
მოქმედი კანონმდებლობით, რეცეპტის გარეშე გაიცემა მხოლოდ III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებსაც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედება ახასიათებთ. მსგავსი ტიპის პრეპარატებია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების დროს გამოსაყენებელი, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებები და სხვ.
გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების სია იხილეთ
ბმულზე.