https://sputnik-georgia.com/20231125/saqartvelo-da-germania-tavdacvis-sferosi-itanamsromleben-284497125.html
საქართველო და გერმანია თავდაცვის სფეროში ითანამშრომლებენ
საქართველო და გერმანია თავდაცვის სფეროში ითანამშრომლებენ
Sputnik საქართველო
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე თბილისში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. 25.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-25T14:00+0400
2023-11-25T14:00+0400
2023-11-25T14:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22856/23/228562367_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_7116ea2ff3d47eb64567bbbd71b7d210.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე შეთანხმდნენ, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.თავდაცვის სამინისტროში ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა, რომლის ძირითად თემას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის შეჯამება და 2024 წლის თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა.მხარეებმა თავდაცვის სფეროში ინტენსიური კავშირების გაგრძელებისა და გაფართოების სურვილი გამოთქვეს და კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა გერმანულ მხარეს ურყევი, თანმიმდევრული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორის როლზე გაამახვილეს ყურადღება.თავდაცვის უწყება სამხედროებისთვის კიდურების პროთეზებს გერმანული კომპანიისგან შეისყიდის >>შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გერმანიის როგორც განსაკუთრებული პარტნიორისა და ლიდერი სახელმწიფოს როლიც აღნიშნეს.ორმხრივ კონსულტაციებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, თავდაცვის ატაშეები და გერმანიის შეიარაღებული ძალების ოფისის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22856/23/228562367_150:0:1050:675_1920x0_80_0_0_3929710b0c5c40717e158416ae842290.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, გერმანია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, გერმანია
საქართველო და გერმანია თავდაცვის სფეროში ითანამშრომლებენ
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე თბილისში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე შეთანხმდნენ, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავდაცვის სამინისტროში ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა, რომლის ძირითად თემას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის შეჯამება და 2024 წლის თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში ინტენსიური კავშირების გაგრძელებისა და გაფართოების სურვილი გამოთქვეს და კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.
საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა გერმანულ მხარეს ურყევი, თანმიმდევრული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორის როლზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გერმანიის როგორც განსაკუთრებული პარტნიორისა და ლიდერი სახელმწიფოს როლიც აღნიშნეს.
ორმხრივ კონსულტაციებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, თავდაცვის ატაშეები და გერმანიის შეიარაღებული ძალების ოფისის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.