https://sputnik-georgia.com/20230712/tavdacvis-uwyeba-samxedroebistvis-protezebs-germanuli-kompaniisgan-seisyidis-279488152.html
თავდაცვის უწყება სამხედროებისთვის კიდურების პროთეზებს გერმანული კომპანიისგან შეისყიდის
თავდაცვის უწყება სამხედროებისთვის კიდურების პროთეზებს გერმანული კომპანიისგან შეისყიდის
Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტროსთვის დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა პრიორიტეტულია, აღნიშნავენ თავდაცვის უწყებაში. 12.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-12T13:51+0400
2023-07-12T13:51+0400
2023-07-12T20:47+0400
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23429/12/234291273_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_94442d635342a52fda764fa43b801f69.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ცნობილ გერმანულ საპროთეზო კომპანია Ottobock SE & Co. KgaA-სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის უმაღლესი ხარისხის პროთეზების მიწოდებას ითვალისწინებს, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ხელშეკრულების თანახმად, თავდაცვის უწყება დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 28 ერთეულ ქვედა კიდურისა და 7 ერთეულ ზედა კიდურის პროთეზს შეისყიდის. პროთეზების მიწოდება და შესაბამისი მომსახურება ეტაპობრივად განხორციელდება. საგარანტიო პერიოდში კომპანია ეტაპობრივად უზრუნველყოფს პროთეზების გეგმურ სერვისულ შემოწმებასა და შეკეთებას. დოკუმენტს ხელი წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და Ottobock SE & Co. KgaA-ს წარმომადგენელმა დენის ვოლტერმა მოაწერეს. 23 მედალი - დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო ტურნირიდან დაბრუნდნენ>>დოკუმენტის ხელმოწერამდე წეროვანში თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გიორგი ხაინდრავამ და გიორგი ბუბუნაურმა და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ლაბაძემ ცნობილ გერმანულ საპროთეზო კომპანიის Ottobock SE & Co. KgaA-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. მხარეებმა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებსა და მათთვის საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების მიწოდების ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა პრიორიტეტულია, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23429/12/234291273_150:0:1050:675_1920x0_80_0_0_79b376340e88135cec9d4d8a70f7c66a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გერმანია
საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გერმანია
თავდაცვის უწყება სამხედროებისთვის კიდურების პროთეზებს გერმანული კომპანიისგან შეისყიდის
13:51 12.07.2023 (განახლებულია: 20:47 12.07.2023) თავდაცვის სამინისტროსთვის დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა პრიორიტეტულია, აღნიშნავენ თავდაცვის უწყებაში.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ცნობილ გერმანულ საპროთეზო კომპანია Ottobock SE & Co. KgaA-სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის უმაღლესი ხარისხის პროთეზების მიწოდებას ითვალისწინებს, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხელშეკრულების თანახმად, თავდაცვის უწყება დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 28 ერთეულ ქვედა კიდურისა და 7 ერთეულ ზედა კიდურის პროთეზს შეისყიდის. პროთეზების მიწოდება და შესაბამისი მომსახურება ეტაპობრივად განხორციელდება. საგარანტიო პერიოდში კომპანია ეტაპობრივად უზრუნველყოფს პროთეზების გეგმურ სერვისულ შემოწმებასა და შეკეთებას.
დოკუმენტს ხელი წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და Ottobock SE & Co. KgaA-ს წარმომადგენელმა დენის ვოლტერმა მოაწერეს.
დოკუმენტის ხელმოწერამდე წეროვანში თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გიორგი ხაინდრავამ და გიორგი ბუბუნაურმა და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ლაბაძემ ცნობილ გერმანულ საპროთეზო კომპანიის Ottobock SE & Co. KgaA-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებსა და მათთვის საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების მიწოდების ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა პრიორიტეტულია, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.