https://sputnik-georgia.com/20230307/23medali-dachrili-samxedroebi-turniridan-dabrundnen-275520000.html
23 მედალი - დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო ტურნირიდან დაბრუნდნენ
23 მედალი - დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო ტურნირიდან დაბრუნდნენ
Sputnik საქართველო
„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა წელს პირველად იასპარეზეს, სადაც მათ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები უწევდნენ მეტოქეობას. 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T13:21+0400
2023-03-07T13:21+0400
2023-03-07T19:50+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23794/15/237941537_0:0:3229:1816_1920x0_80_0_0_6278701048318a19b57ad35bb3de7436.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა აშშ-ში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) ასპარეზობა წარმატებით დაასრულა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.Invictus Games – საერთაშორისო მულტიდისციპლინური შეჯიბრებებია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილი და მოქმედი სამხედრო შშმ პირებისთვის. ასპარეზობები ბრიტანეთის პრინც ჰარის ინიციატივით 2014 წლიდან იმართება.ლას-ვეგასის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო თამაშებმა სტარტი 24 თებერვალს აიღო და 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდა.დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური დახვდნენ, რომლებმაც წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს.ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. სამხედრო მოსამსახურეებმა სპორტის 6 სახეობაში – პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში მიიღეს მონაწილეობა.ამჟამად აშშ-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი-დაშავებული მოსამსახურეების კიდევ ერთი გუნდი იმყოფება, რომელიც სან-დიეგოში საზღვაო ქვეითთა თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა წელს პირველად იასპარეზეს, სადაც მათ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები უწევდნენ მეტოქეობას.საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23794/15/237941537_0:0:2871:2153_1920x0_80_0_0_d3f49777cac9be12d8c7f23e68dc7730.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, აშშ , ახალი ამბები
23 მედალი - დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო ტურნირიდან დაბრუნდნენ
13:21 07.03.2023 (განახლებულია: 19:50 07.03.2023) „საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა წელს პირველად იასპარეზეს, სადაც მათ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები უწევდნენ მეტოქეობას.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა აშშ-ში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) ასპარეზობა წარმატებით დაასრულა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
Invictus Games – საერთაშორისო მულტიდისციპლინური შეჯიბრებებია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილი და მოქმედი სამხედრო შშმ პირებისთვის. ასპარეზობები ბრიტანეთის პრინც ჰარის ინიციატივით 2014 წლიდან იმართება.
ლას-ვეგასის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო თამაშებმა სტარტი 24 თებერვალს აიღო და 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში 23 მედალი მოიპოვა, მათ შორის 11 ოქრო, 8 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური დახვდნენ, რომლებმაც წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს.
ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. სამხედრო მოსამსახურეებმა სპორტის 6 სახეობაში – პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში მიიღეს მონაწილეობა.
ამჟამად აშშ-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი-დაშავებული მოსამსახურეების კიდევ ერთი გუნდი იმყოფება, რომელიც სან-დიეგოში საზღვაო ქვეითთა თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.
„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველმა სამხედროებმა წელს პირველად იასპარეზეს, სადაც მათ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები უწევდნენ მეტოქეობას.
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.