რამდენმა ადამიანმა ისარგებლა საქართველოს აეროპორტებით - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik Turkish Airlines-ის თვითმფრინავი
 Turkish Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2023
გამოწერა
აეროპორტებში 8,1 ათასი სამგზავრო რეისი განხორციელდა, რაც 19,1%-ით მეტია 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა - 27,3%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ივლის-სექტემბერში, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტებმა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით მეტი მგზავრი მიიღეს - 1 მილიონზე მეტი. აეროპორტებიდან მილიონზე მეტი ადამიანი გაფრინდა (ზრდა 26,7%).
2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 96,1%-მა რეგულარულ რეისებით ისარგებლა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები რეგისტრაციას დამოუკიდებლად გაივლიან >>
გარდა ამისა, ივლის-სექტემბერში ქვეყნის აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4,8 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 85,4% მიღებული ტვირთია, ხოლო 14,6% - გაგზავნილი.
ასევე, სტატისტიკის მიხედვით, აეროპორტებში 8,1 ათასი სამგზავრო რეისი განხორციელდა, რაც 19,1%-ით მეტია 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.
გარდა ამისა, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 141 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 353,5 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.
Pegasus–ი ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის გაზრდას დაეხმარება – მინისტრის მოადგილე >>
აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2,1-ჯერ, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 2,2-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 28,4 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 53.2 მლნ ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (83,9%-ით), ასევე ტვირთბრუნვის (83,5%-ით) მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0,3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 25%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0