https://sputnik-georgia.com/20231114/tbilisis-aeroportshi-mgzavrebi-registracias-damoukideblad-shezleben-284201481.html
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები რეგისტრაციას დამოუკიდებლად გაივლიან
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები რეგისტრაციას დამოუკიდებლად გაივლიან
Sputnik საქართველო
პროექტის მიზანი რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნაა. 14.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-14T13:52+0400
2023-11-14T13:52+0400
2023-11-14T13:52+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757077_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_7b3f3e3738fc21525a213b21565635d5.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის ჯიხურები (Self-Check in Kiosks) განთავსდა.აეროპორტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უახლესი სისტემის დანერგვაში, რომელიც რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას და მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ 150 ათას ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.მსოფლიოში ცნობილი ფრანგული ბრენდ EASIER-ის ჯიხურები მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე თავად დარეგისტრირდნენ რეისზე, აირჩიონ ადგილი და დაბეჭდონ ჩასხდომის ბარათი.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარკირების ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა>>>ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითრეგისტრაციის ორი ჯიხური ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობა პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ.თვითრეგისტრაციის ჯიხურების მწარმოებელი ფრანგული კომპანია EASIER მსოფლიო მასშტაბით მაღალი ხარისხის პროდუქციითა და მრავალფეროვანი სერვისებით უზრუნველყოფს როგორც საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის ოპერატორებს, ისე საჯარო ინსტიტუციებს.თბილისის აეროპორტი საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებთან ერთად.თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757077_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_5111d466a5f58ead5fa439e67115b975.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები რეგისტრაციას დამოუკიდებლად გაივლიან
პროექტის მიზანი რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნაა.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის ჯიხურები (Self-Check in Kiosks) განთავსდა.
აეროპორტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უახლესი სისტემის დანერგვაში, რომელიც რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას და მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ 150 ათას ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
მსოფლიოში ცნობილი ფრანგული ბრენდ EASIER-ის ჯიხურები მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე თავად დარეგისტრირდნენ რეისზე, აირჩიონ ადგილი და დაბეჭდონ ჩასხდომის ბარათი.
ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითრეგისტრაციის ორი ჯიხური ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობა პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ.
„ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთა რეისებზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ, ეტაპობრივად გაიზრდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თვითრეგისტრაციის ჯიხურების მწარმოებელი ფრანგული კომპანია EASIER მსოფლიო მასშტაბით მაღალი ხარისხის პროდუქციითა და მრავალფეროვანი სერვისებით უზრუნველყოფს როგორც საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის ოპერატორებს, ისე საჯარო ინსტიტუციებს.
თბილისის აეროპორტი საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებთან ერთად.
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო.