https://sputnik-georgia.com/20230530/-------278140682.html
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარკირების ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარკირების ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა
Sputnik საქართველო
2005 წლის ოქტომბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მართავს კომპანია TAV Georgia. 30.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-30T17:35+0400
2023-05-30T17:35+0400
2023-05-30T21:28+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24888/76/248887605_0:120:1277:838_1920x0_80_0_0_56cc9c6306ebba5782e68035e39cb34b.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პარკირების ახალი, თანამედროვე, ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა.აეროპორტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უახლესი სისტემის დანერგვაში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.ახალი სისტემა დააფიქსირებს ავტომანქანის სანომრე ნიშნებს და ავტომატურად დაიანგარიშებს პარკირების საფასურს, რომლის გადახდა შესაძლებელი იქნება აეროპორტის ტერმინალში და პარკინგის გასასვლელში განთავსებული სპეციალური აპარატების მეშვეობით – როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე პლასტიკური ბარათით.ახალი, თანამედროვე სისტემა ასევე გააუმჯობესებს პარკინგზე ავტომანქანების ნაკადის კონტროლს, რაც მგზავრებს დამატებით კომფორტს შეუქმნის.თბილისის აეროპორტი საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებთან ერთად. თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24888/76/248887605_0:0:1275:956_1920x0_80_0_0_f9a85a410a3aab68a7f4b5503de0a6d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარკირების ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა
17:35 30.05.2023 (განახლებულია: 21:28 30.05.2023) 2005 წლის ოქტომბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მართავს კომპანია TAV Georgia.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პარკირების ახალი, თანამედროვე, ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა.
აეროპორტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უახლესი სისტემის დანერგვაში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ახალი სისტემა დააფიქსირებს ავტომანქანის სანომრე ნიშნებს და ავტომატურად დაიანგარიშებს პარკირების საფასურს, რომლის გადახდა შესაძლებელი იქნება აეროპორტის ტერმინალში და პარკინგის გასასვლელში განთავსებული სპეციალური აპარატების მეშვეობით – როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე პლასტიკური ბარათით.
ახალი, თანამედროვე სისტემა ასევე გააუმჯობესებს პარკინგზე ავტომანქანების ნაკადის კონტროლს, რაც მგზავრებს დამატებით კომფორტს შეუქმნის.
თბილისის აეროპორტი საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებთან ერთად.
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო.