როგორი იქნება თბილისის ბიუჯეტი 2024 წელს - პროექტის პირველადი ვერსია

© Мэрия Тбилисиვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა
ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2023
გამოწერა
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობაზე 542,4 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. თბილისის ბიუჯეტი 2024 წელს 1,7 მლრდ ლარით განისაზღვრა და მისი დიდი ნაწილი ტრანსპორტსა და ეკოლოგიაზე დაიხარჯება, ნათქვამია ფინანსური დოკუმენტის პირველად ვერსიაში.
პროგნოზით, თბილისის ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით 1,65 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 918,7 მილიონი გადასახადები და მოსაკრებლებია, 446 მილიონი - გრანტები.
რაც შეეხება ხარჯებს, ისინი განისაზღვრა 1,7 მილიარდი ლარით, რაც 132 მილიონით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით.
კალაძე თბილისის მეტროს განახლების აუცილებლობაზე>>
2024 წელს თბილისის ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი პრიორიტეტი იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა და მშენებლობა, რაზეც 542,4 მლნ ლარი არის განსაზღვრული.
ამავდროულად, 116 მილიონი დაიხარჯება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, 2,7 მილიონი -მეტროსადგურების რეკონსტრუქციაზე, 122,7 მილიონი - საქალაქო ტრანსპორტის მოდერნიზაციაზე და 283 მილიონი -პენსიონერების, სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და სხვა ბენეფიციართა ტრანსპორტით მგზავრობის სუბსიდირებაზე.
ბიუჯეტიდან კიდევ 223 მილიონი ლარი დაიხარჯება თბილისში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე და ავარიულ სახლებზე.
ამასთან, ამ თანხებიდან 7 მლნ ლარი სახლების მშენებლობასა და ავარიული სახლების გამაგრებას მოხმარდება, 32,7 მლნ ლარი ავარიული სახლების ჩანაცვლებაზე, 3,8 მლნ ლარი - სანიაღვრე სისტემას, 65,3 მლნ ლარი - ქალაქის კეთილმოწყობას.
დედაქალაქის ბიუჯეტის კიდევ ერთი პრიორიტეტი ეკოლოგია იქნება - 2023 წელს ამ მიზნით 213,6 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, საიდანაც 132,1 მილიონი ქალაქის დასუფთავებას მოხმარდება.
2023 წელს მერია 4,5 მლნ ლარს დახარჯავს ზოოპარკზე, 11,1 მლნ ლარს - ბოტანიკურ ბაღზე, 65,9 მლნ ლარს კი ქალაქის გამწვანებას მოახმარს.
ასევე, დედაქალაქის ბიუჯეტში 1,8 მილიონი ლარი გათვალისწინებულია ეკონომიკის განვითარებისთვის, 383,5 ათასი ლარი - ბიზნესის დასახმარებლად და 480 ათასი -ტურისტების მოსაზიდად.
მერიამ ჯანდაცვისთვის გამოყო 32,7 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება გარკვეული დაავადებების მკურნალობის დაფინანსების პროგრამებს.
თბილისის მეტროს სადგურების მოდერნიზაცია 2025 წელს დაიწყება >>
თბილისის მაცხოვრებლების სოციალურ დახმარებაზე 121,9 მილიონი ლარი დაიხარჯება, საიდანაც 26,3 მილიონი უფასო სასადილოებზე, 5 მილიონი - უსახლკაროთა დახმარებაზე, 13 მილიონი - სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებზე, 3,3 მილიონი - ხელოვნების სკოლებში და სპორტულ სკოლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის უფასო განათლების დაფინანსებაზე და 9,4 მილიონი - კომპენსაციებზე მათთვის, ვისაც სახლები დაენგრა.
მერია საბავშვო ბაღებისთვის 205,4 მლნ ლარის, ხოლო სტუდენტების დაფინანსებისთვის 3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.
თბილისის თეატრები თბილისის მერიისგან 3,5 მილიონი ლარის დაფინანსებას მიიღებენ, 1 მილიონი ლარი კი დედაქალაქის რაიონებში კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დაიხარჯება.
თბილისის მერიის დაფინანსება 24,3 მლნ ლარს შეადგენს, საკრებულოსი - 20,1 მლნ ლარს.
ყველა ახალი ამბავი
0