https://sputnik-georgia.com/20231117/tbilisis-metros-sadgurbeis-modernizeba-2025-wels-daiwyeba-284282967.html
თბილისის მეტროს სადგურების მოდერნიზაცია 2025 წელს დაიწყება
თბილისის მეტროს სადგურების მოდერნიზაცია 2025 წელს დაიწყება
Sputnik საქართველო
მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება 2025 წლის დასაწყისშია დაგეგმილი, რის შემდეგაც განისაზღვრება თითოეულ სადგურზე სამუშაოების დაწყების თანმიმდევრობა. 17.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-17T11:32+0400
2023-11-17T11:32+0400
2023-11-17T11:32+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24860/94/248609401_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_9f73fbc4289db33d788f97e8db8f748b.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. თბილისის სატრანსპორტო კომპანია დედაქალაქის მეტროპოლიტენის სადგურების მოდერნიზაციას 2025 წელს დაიწყებს, რაც ხუთ წელზეა გათვლილი, განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა.საქართველოს მთავრობამ 16 ნოემბერს მეტროპოლიტენის რეკონსტრუქციისთვის 475 მლნ ევროს გამოყოფა გადაწყვიტა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის (ჯამში 45 მატარებლის) შესყიდვა. 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა.ტენდერის გამოცხადება მშენებლობაზე 2025 წლის დასაწყისშია დაგეგმილი, რის შემდეგაც განისაზღვრება, რა თანმიმდევრობით დაიწყება სამუშაოები სადგურებზე.მისი თქმით, შესაძლებელია ორი-სამი სადგურის ერთდროული რეაბილიტაცია, ამიტომ პროცესი ხუთ წელზეა გათვლილი.კალაძე თბილისის მეტროს განახლების აუცილებლობაზე>>„სამწუხაროდ, მეტროს ინფრასტრუქტურა ძალიან მოძველებულია. ჩვენი პოლიტიკაა ხარისხიანად და ძირფესვიანად გავაკეთოთ. არ ვართ ფასადურ რეაბილიტაციაზე ორიენტირებულები“, - განაცხადა შარკოვმა.დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2023
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისის მეტროს სადგურების მოდერნიზაცია 2025 წელს დაიწყება
მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება 2025 წლის დასაწყისშია დაგეგმილი, რის შემდეგაც განისაზღვრება თითოეულ სადგურზე სამუშაოების დაწყების თანმიმდევრობა.
თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. თბილისის სატრანსპორტო კომპანია დედაქალაქის მეტროპოლიტენის სადგურების მოდერნიზაციას 2025 წელს დაიწყებს, რაც ხუთ წელზეა გათვლილი, განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა.
საქართველოს მთავრობამ 16 ნოემბერს მეტროპოლიტენის რეკონსტრუქციისთვის 475 მლნ ევროს გამოყოფა გადაწყვიტა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის (ჯამში 45 მატარებლის) შესყიდვა. 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა.
ტენდერის გამოცხადება მშენებლობაზე 2025 წლის დასაწყისშია დაგეგმილი, რის შემდეგაც განისაზღვრება, რა თანმიმდევრობით დაიწყება სამუშაოები სადგურებზე.
„ჩვენი გეგმის მიხედვით, 12-ვე მეტროსადგურის რეაბილიტაცია 5 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ბუნებრივია, 12-ვე სადგურს ერთად ვერ დავიწყებთ, ეს იქნება გეგმაზომიერად გადალაგებული ისე, რომ მგზავრებს გადაადგილებაში ხელი არ შეეშალოთ“, - განაცხადა შარკოვმა.
მისი თქმით, შესაძლებელია ორი-სამი სადგურის ერთდროული რეაბილიტაცია, ამიტომ პროცესი ხუთ წელზეა გათვლილი.
„სამწუხაროდ, მეტროს ინფრასტრუქტურა ძალიან მოძველებულია. ჩვენი პოლიტიკაა ხარისხიანად და ძირფესვიანად გავაკეთოთ. არ ვართ ფასადურ რეაბილიტაციაზე ორიენტირებულები“, - განაცხადა შარკოვმა.
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.