https://sputnik-georgia.com/20231116/kalaze-tbilisis-metros-ganaxlebis-aucileblobaze-284267886.html
კალაძე თბილისის მეტროს განახლების აუცილებლობაზე
კალაძე თბილისის მეტროს განახლების აუცილებლობაზე
Sputnik საქართველო
თბილისის მეტროპოლიტენში ჯერ კიდევ საბჭოური წარმოების მატარებლები მოძრაობენ. 16.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-16T18:12+0400
2023-11-16T18:12+0400
2023-11-16T18:12+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262913430_0:0:3106:1748_1920x0_80_0_0_3cac6f575ef629265c89d00705fbb0f6.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მეტროს განახლება სჭირდება - ძველი მატარებლები მწყობრიდან გამოდიან, ამიტომ საქართველოს მთავრობამ მეტროპოლიტენის რეკონსტრუქციისთვის 475 მლნ ევროს გამოყოფა გადაწყვიტა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა. მისი თქმით, ესაა მასშტაბური და, შეიძლება ითქვას, ისტორიული პროექტი - თბილისის მეტროპოლიტენში საბჭოური წარმოების მატარებლები ჯერ გამოცვლილი არ არის. მატარებლები რამდენჯერმე გარემონტდა, მათ შორის, 2017-2020 წლებში. არსებული მოძველებული მატარებლები შემდეგი 15 წლის განმავლობაში ჩანაცვლდება. როგორც მერმა განმარტა, 212 ვაგონი 45 მატარებელია. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს. თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა>>პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა. დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ. ესაა პირველი მეტრო კავკასიაში და მეოთხე - საბჭოთა კავშირში მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის მეტროების შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262913430_377:0:3106:2047_1920x0_80_0_0_5f014afdf555b9f3d2ae11b484f601de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა
კალაძე თბილისის მეტროს განახლების აუცილებლობაზე
თბილისის მეტროპოლიტენში ჯერ კიდევ საბჭოური წარმოების მატარებლები მოძრაობენ.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მეტროს განახლება სჭირდება - ძველი მატარებლები მწყობრიდან გამოდიან, ამიტომ საქართველოს მთავრობამ მეტროპოლიტენის რეკონსტრუქციისთვის 475 მლნ ევროს გამოყოფა გადაწყვიტა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევროს ეკვივალენტი თანხა გამოიყოფა... თბილისის მეტრო საჭიროებს განახლებას. თქვენ იცით, რამხელა სამუშაო ჩატარდა ჩემი მერობის პერიოდში ძალოვანი კაბელების შესაცვლელად... არანაკლებ საჭირო და მნიშვნელოვანია მოძრავი შემადგენლობების ჩანაცვლება", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ესაა მასშტაბური და, შეიძლება ითქვას, ისტორიული პროექტი - თბილისის მეტროპოლიტენში საბჭოური წარმოების მატარებლები ჯერ გამოცვლილი არ არის.
„თბილისს ემსახურება 48 შემადგენლობა 192 ვაგონის სახით, რომელიც გამოშვებულია და ექსპლუატაციაში მიღებულია 1974-1992 წლებში", - განაცხადა კალაძემ.
მატარებლები რამდენჯერმე გარემონტდა, მათ შორის, 2017-2020 წლებში.
არსებული მოძველებული მატარებლები შემდეგი 15 წლის განმავლობაში ჩანაცვლდება. როგორც მერმა განმარტა, 212 ვაგონი 45 მატარებელია.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს.
პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა.
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.
ესაა პირველი მეტრო კავკასიაში და მეოთხე - საბჭოთა კავშირში მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის მეტროების შემდეგ.