https://sputnik-georgia.com/20231123/papuashvili-xelisupleba-evrokomisiis-axali-pirobebis-shesasruleblad-gegmaze-mushaobs-284432059.html
პაპუაშვილი: ხელისუფლება ევროკომისიის ცხრა ახალი პირობის შესასრულებლად გეგმას შეიმუშავებს
პაპუაშვილი: ხელისუფლება ევროკომისიის ცხრა ახალი პირობის შესასრულებლად გეგმას შეიმუშავებს
Sputnik საქართველო
პარლამენტის სპიკერმა ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს გეგმის შეუშავებაში ჩართვისკენ მოუწოდა. 23.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-23T12:49+0400
2023-11-23T12:49+0400
2023-11-23T12:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
ევროკავშირი
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603515_131:314:1532:1102_1920x0_80_0_0_7239bb387ef31c48f4da95f06768a94d.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აპირებს უახლოეს დღეებში შეიმუშაოს გეგმა ევროკომისიის ცხრა ახალი პირობის შესასრულებლად, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.პარლამენტის სპიკერმა ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს გეგმის შეუშავებაში ჩართვისკენ მოუწოდა.როგორც ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა ბევრად მარტივი იქნება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შეასრულა წინა 12 მოთხოვნის 80% ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.ევროკომისიის პირობების შესრულება: მმართველი გუნდი ყველა მხარესთან თანაშრომლობისთვის მზადაა>>>საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღება.საქართველო და ევროკავშირისაქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603515_307:307:1368:1102_1920x0_80_0_0_3e7427e3b31150be8360e0dc478db1f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი: ხელისუფლება ევროკომისიის ცხრა ახალი პირობის შესასრულებლად გეგმას შეიმუშავებს
პარლამენტის სპიკერმა ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს გეგმის შეუშავებაში ჩართვისკენ მოუწოდა.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აპირებს უახლოეს დღეებში შეიმუშაოს გეგმა ევროკომისიის ცხრა ახალი პირობის შესასრულებლად, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„ვგეგმავთ უახლოეს დღეებში შევიმუშაოთ ცხრა პრიორიტეტთან (ევროკომისიის - რედ.) დაკავშირებით ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს გეგმის შეუშავებაში ჩართვისკენ მოუწოდა.
„თუ ყველა, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია ჩაერთვება ამ საკითხში, საბოლოო ჯამში შედეგების მხრივ ისევე წარმატებული ვიქნებით, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელსაც ველოდებით, რომ 15 დეკემბრისთვის იქნება პოზიტიური", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა ბევრად მარტივი იქნება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შეასრულა წინა 12 მოთხოვნის 80% ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღება.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.