ევროკომისიის პირობების შესრულება: მმართველი გუნდი ყველა მხარესთან თანაშრომლობისთვის მზადაა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
გამოწერა
კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს საქართველოს ამ ევროპულ მატარებელში აღმოჩნდეს, განაცხადა პოლიტიკოსმა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ევროკომისიის პირობების შესასრულებლად მზადაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გახსნაზე.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„რაც შეეხება სამუშაო პროცესს, ისევე, როგორც ბოლო 1,5 წლის განმავლობაში, კარი იყო ღია ყველასთვის, ვისაც უნდოდა ამ ქვეყნისთვის რაიმე სიკეთის გაკეთება. ასევე იქნება კარი ღია ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს საქართველოს ამ ევროპულ მატარებელში აღმოჩნდეს და როგორც დღეს არიან, არ იდგნენ ბაქანზე მარტო", - განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს, პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით რიგით მესამე ერთობლივი კონფერენცია „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ იმართება.
კონფერენცია გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.
კობახიძე: საქართველოსთვის ევროკავშირის ახალი პირობების შესრულება უფრო მარტივი იქნება>>>
როგორც ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა ბევრად მარტივი იქნება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შეასრულა წინა 12 მოთხოვნის 80% ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღება.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0