https://sputnik-georgia.com/20231122/kobaxize-saqartvelostvis-evrokavsiris-axali-pirobebis-sesruleba-ufro-martivi-iqneba-284399340.html
კობახიძე: საქართველოსთვის ევროკავშირის ახალი პირობების შესრულება უფრო მარტივი იქნება
კობახიძე: საქართველოსთვის ევროკავშირის ახალი პირობების შესრულება უფრო მარტივი იქნება
Sputnik საქართველო
ევროკომისიის ახალი ცხრა მოთხოვნა გაცილებით უფრო ლოკალური და კონკრეტულია, ვიდრე წინა თორმეტი, განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა 22.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-22T00:10+0400
2023-11-22T00:10+0400
2023-11-22T00:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248993498_692:60:3000:1358_1920x0_80_0_0_98f3673f97fe34bce4f3e3bfdca44c26.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა ბევრად მარტივი იქნება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შეასრულა წინა 12 მოთხოვნის 80% ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.როგორც კობახიძემ აღნიშნა, დანარჩენი სამუშაო პროცესზეა დამოკიდებული. ამასთან „ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ პროცესი ღია იქნება.„12 პუნქტის ფარგლებშიც შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ ჩართულიყვნენ პროცესში, თუმცა ბევრმა მათგანმა უარი თქვა. ახლაც კიდევ ერთხელ გაკეთდება შეთავაზება. ასევე იქნება სხვა სუბიექტებთანაც თანამშრომლობა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენი მხრიდან აბსოლუტური ღიაობა იქნება“, - აღნიშნა კობახიძემ.კობახიძემ ასევე შეაფასა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში პარტიების სიმრავლე უამრავ უთანხმოებას ქმნის, რაც ართულებს ქვეყნის წინსვლას.პარლამენტში პარტიების სიმრავლეში ევროკავშირის ელჩი კარგს ვერაფერს ხედავს >>„ვეთანხმები ევროკავშირის ელჩს, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მაღალი ბარიერი მოქმედებს, მხოლოდ 4 ქვეყანაშია 3% ან უფრო დაბალი ბარიერი. ასეთ პირობებში არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულება არ გვაქვს, რომ დაბლა დავწიოთ ბარიერი. მაღალ ბარიერს, პლუსებიც და მინუსებიც აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.კობახიძის თქმით, მაღალ ბარიერს აქვს როგორ პლუსები, ისე მინუსებიც.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.პარტიების რეიტინგიტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს.2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერს დაწევენ? მხარეების არგუმენტები>>>მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" - 20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".ტელეარხ „ფორმულას" კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" (9%), პარტიებს „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა" – 4%.კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248993498_908:55:2761:1444_1920x0_80_0_0_aea0da757a90239c0a771ee82b442ea6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი
კობახიძე: საქართველოსთვის ევროკავშირის ახალი პირობების შესრულება უფრო მარტივი იქნება
ევროკომისიის ახალი ცხრა მოთხოვნა გაცილებით უფრო ლოკალური და კონკრეტულია, ვიდრე წინა თორმეტი, განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა ბევრად მარტივი იქნება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შეასრულა წინა 12 მოთხოვნის 80% ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. მათ შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„არის 9 მოთხოვნაა, რომელიც ბევრად უფრო ლოკალური და კონკრეტულია, ვიდრე წინა 12 იყო. წინა 12 რეკომენდაცია ბევრად უფრო მასშტაბური იყო. თუ ამ ახალ 9 მოთხოვნას დააკვირდებით, მიხვდებით, რომ 12 პუნქტიდან მოთხოვნების 80% შესრულებულია. შესაბამისად, უფრო მარტივია ამ 9 პუნქტზე მუშაობა, ვიდრე 12 საკითხზე იყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დანარჩენი სამუშაო პროცესზეა დამოკიდებული. ამასთან „ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ პროცესი ღია იქნება.
„12 პუნქტის ფარგლებშიც შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ ჩართულიყვნენ პროცესში, თუმცა ბევრმა მათგანმა უარი თქვა. ახლაც კიდევ ერთხელ გაკეთდება შეთავაზება. ასევე იქნება სხვა სუბიექტებთანაც თანამშრომლობა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენი მხრიდან აბსოლუტური ღიაობა იქნება“, - აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე შეაფასა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში პარტიების სიმრავლე უამრავ უთანხმოებას ქმნის, რაც ართულებს ქვეყნის წინსვლას.
„ვეთანხმები ევროკავშირის ელჩს, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მაღალი ბარიერი მოქმედებს, მხოლოდ 4 ქვეყანაშია 3% ან უფრო დაბალი ბარიერი. ასეთ პირობებში არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულება არ გვაქვს, რომ დაბლა დავწიოთ ბარიერი. მაღალ ბარიერს, პლუსებიც და მინუსებიც აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
კობახიძის თქმით, მაღალ ბარიერს აქვს როგორ პლუსები, ისე მინუსებიც.
„მთავარი პლუსი ისაა, რომ პროპორციული სისტემის პირობებში მაღალი ბარიერი ერთგვარად სტაბილიზატორის ფუნქციას ასრულებს. ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს სჭირდება სტაბილური განვითარება და ამიტომაა მნიშვნელოვანი 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" - 20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
ტელეარხ „ფორმულას" კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" (9%), პარტიებს „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა" – 4%.
კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.